ანუ ბიუჯეტი დაგეგმეს 1 დოლარი = 2,5 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქოცებსაც არანაირი იმედი არ აქვთ რომ ლარი დასტაბილურდება და 2,5 ლარიან ნიშნულს ჩამოცდება
ეს კი ნიშნავს, რომ დენის და გაზის გაძვირების საკითხიც აუცილებლად დადგება სემეკში (რადგან დოლარის კურსის ცვლა პირდაპირპროპორციულად აისახება ორივე ტარიფზე)
_______________________________
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით $1 – 2,5 ლარზეა დათვლილი - "ეს იმას ნიშნავს, რომ დენის და გაზის გაძვირების საკითხი აუცილებლად დადგება"
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.50 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. სპეციალისტების თქმით, ერთი დოლარის ღირებულება შეიძლება 2,6-საც ასცდეს, შემდეგ 2,4-მდე გამყარდეს, მაგრამ საშუალო კურსი აუცილებლად 2,5 იქნება.
"2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ლარი-დოლარის საშუალო კურსი, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტია აგებული, 2,50 ლარის ფარგლებშია. ანუ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ ეს კურსი მიჩნეულია მიზნობრივ მაჩვენებლად და მკვეთრ გადახრას ან ერთ, ან მეორე მხარეს არ მოელიან. ზემოხსენებული კურსი მთავრობას არ გადაუხედავს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ მომავალი წელი ძალიან რთული იქნება. 2,5 საკმაოდ დაძაბული კურსია, ეს იმას ნიშნავს, რომ დენის და გაზის გაძვირების საკითხი აუცილებლად დადგება, ამაზე მე განცხადება ადრეც გავაკეთე. ახლა კი ამაზე რიგი მინიშნებები უკვე გაკეთდა. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. 2017 წელს საქართველოს მთავრობა ძალიან სერიოზული გამოწვევეის წინაშე დგას", - განუცხადა "კომერსანტს" ეკონომიკის დოქტორმა დავით ასლანიშვილმა.
http://commersant.ge/?m=5&news_id=45071&cat_id=8