IG2006
მიხეილ ათაგურჯი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14067
წევრი No.: 17543
რეგისტრ.: 22-February 06
|
#49422209 · 5 Dec 2016, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ რა ხდება ხომ არ იცით:
| QUOTE | http://www.postalioni.com/2016/12/%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90/
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა, ნინო მიქიაშვილმა მცხეთის სამარხების განადგურებასთან დაკავშირებით ახალი სამხილები მოიძია. მან ,,ფოსტალიონს“ ამის შესახებ ესაუბრა:
_ ყოფილმა მოსამართლემ, მიტო ხინაშვილმა სამთავროს დედათა მონასტრის თავზე არსებული მიწის ნაკვეთი მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებით დაისაკუთრა. საქმე ისაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაცმოძრაობამ“ უამრავ ნაღმთან ერთად მცხეთასთან დაკავშირებული ერთი ნაღმიც დაგვიტოვა (რასაკვირველია, გადატანით მნიშვნელობით ვამბობ). 2012 წლის 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გამოსცა განკარგულება N1750, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ, რითაც სხვებთან ერთად მიტო ხინაშვილმაც იხეირა. იმჟამად ბატონი მიტო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ირიცხებოდა. მერაბიშვილის მიერ განკარგულების გამოცემიდან მერვე დღეს ბატონმა მიტომ მოითხოვა სამთავროს დედათა მონასტრის თავზე არსებული მიწის ნაკვეთის ოფიციალურად დარეგისტრირება – ეს პროცესი დაიწყო და დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს. ანუ 2012 წლის 2 ოქტომბერს მიტო ხინაშვილი ოფიციალურად დაეპატრონა 1 249 კვადრატულ მეტრ მიწას სამთავროს დედათა მონასტრის თავზე. დანარჩენზე პასუხი მოგვიანებით მექნება.
რამდენიმე წუთის წინ განცხადებით მივმართე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ამ განცხადების ამონარიდსაც მოგართმევთ:
,,არასამთავრობო ორგანიზაციის „მემკვიდრეობა და სამართალი“ დამფუძნებლისა და მედია-კავშირ „ობიექტივში“ გადაცემის -„მემკვიდრეობა“ წამყვანის ნინო მიქიაშვილის (მისამართი – თბილისი, ძმები კაკაბაძეების N2, მე-3 სართული, „ობიექტივი“. ტელეფონი 577 43 45 15)
განცხადება (საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ)
დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტების მოძიება არ მოითხოვს ძალიან განსაკუთრებულ ენერგიასა და დროს, გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მომაწოდოთ დოკუმენტაცია მცხეთაში, ფიქრის გორაზე, სამთავროს დედათა მონასტრის თავზე, მიტო ხინაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, იქ დაწყებული მშენებლობის და განადგურებული სამარხების შესახებ.
მაინტერესებს, როგორ შეიძინა ბატონმა ხინაშვილმა მიწის ნაკვეთი, როდის და ვინ მისცა იქ მშენებლობის დაწყების ნებართვა; როგორ და ვინ გათხარა იქ აღმოჩენილი სამარხები; ვინ გადაწყვიტა, რომ „აღნიშნული ტიპის სამარხები დღეისათვის არ წარმოადგენდა ისეთი სამეცნიერო ღირებულების მქონე საკრძალავებს, რომ საჭირო გამხდარიყო მათი დაცვა“.
ეს არის ამონარიდი გათხრებზე მომუშავე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის, ქეთი დიღმელაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან. იქვე, ქალბატონი ქეთი გვირჩევს, რომ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მივმართოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, სადაც მისივე განმარტებით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია ინახება. მე მოგმართეთ და ახლა დაველოდები თქვენს პასუხს.
ბოლოთქმა:
შესაძლებელია, მე პირდაპირ, ზუსტი დასახელებით ვერ ვუთითებ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს და ამიტომ გთხოვთ, ზემოხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემას.
ნინო მიქიაშვილი 5 დეკემბერი, 2016 წელი“ |
https://www.facebook.com/100006456489634/vi...hc_ref=NEWSFEED This post has been edited by IG2006 on 5 Dec 2016, 22:06
|