"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა საჭირო აღარ არის.
2013 წელს, როდესაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა, პირველი ტურისთვის ნებისმიერმა კანდიდატს უნდა წარედგინა განცხადება (საკონტაქტო მონაცემების მითითებით) სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სახელზე და თან დაერთო დოკუმენტები. 2013 წელს საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში იყო სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
2013 წლის დოკუმენტების ნუსხაში ვკითხულობთ:
http://www.media.ge/ge/portal/events/301369/პირველი ტურისთვის ნებისმიერმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განცხადება
(საკონტაქტო მონაცემების მითითებით) სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სახელზე და შემდეგი დოკუმენტები:
1. წინამდებარე განცხადების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები;
2. CV (როგორც ქაღალდის ვერსია, ასევე, ელექტრონული ფორმატი);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ცნობა იმის შესახებ, რომ არ იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
5. სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
6. სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
7. ხელწერილი, რომ კანდიდატი გაეცნო ,,მაუწყებლობის შესახებ,, საქართველოს კანონს, კერძოდ, აღნიშნული კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.
2016 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო აღარ არის სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რადგან ეს პუნქტი ამოღებულია დოკუმენტების ჩამონათვალიდან.
http://gpb.ge/files/documents/2016/11/4111...039de403876.pdfრა ხდება, ხაინდრავას ნიშნავს ბიძინა თუ რომელიმე სხვა ლეღვის ფოთოლს?!