დიდი ხანია ყიდვა მინდა და ვერ ავარჩიე, მაქვს რამოდენიმე ვარიანტი და იქნებ განიხილოთ კარგი და ცუდი მხარეები, არ მინდა ტყუილად გადავყარო თანხა
1. HP Spectre X360 - პირველი, რაც ამ ლეპტოპში მომწონს, მისი ბატარეის მუშაობაა, როგორც წავიკითხე ოფიციალურ საიტზე, ძველ ვერსიას 12 საათმდე, ხოლო ახალს 15 საათამდე შეუძლია მუშაობა. მომწონს მისი ზომაც და ვიზუალიც, როგორც ხედავთ ამ მოდელს რამოდენიმე სხვადასხვა ვერსია აქვს და იქნებ აქაც დამეხმაროთ არჩევაში
http://store.hp.com/us/en/mdp/envy---omen/...3;&Tab=featuresშავ ფერში ახალი ვერსია არ გამოდის
2. Lenovo Yoga 900 - ზომა იგივე, 13.3 დიაგონალით, ესეც ტრანსფორმირდება, წონა შედარებით ნაკლები აქვს, ყველაზე მეტად რაც ამ ლეპტოპში მომწონს მისი სამაგრების ფიქსაციაა, X360 შედარებით მოიკოჭლებს ამაში და მეორე, მეჩვენება რომ ლენოვო უფრო პრაქტიკული, მსუბუქი და მოსახერხებელია ვიდრე პირველი ვარიანტი და მგონი დამეთანხმებით.
http://shop.lenovo.com/us/en/laptops/yoga/...nu-id=yoga_900sდა მესამე ვარიანტი მაინცდამაინც არ მიზიდავს მაგრამ თვენი აზრი მაინტერესებს. ესაა Lenovo Yoga 910, 14 დიაგონალით
აქვე მაქვს ორი კითხვა. ამ ლეპტოპების ბატარეებში ვერ ვერკვევი, ვიცი რომ ყველა ბატარეა ადრე თუ გვიან კვდება და შეიძლება თუ არა ამ მოდელებზე ახლის ყიდვა და ჩადგმა? ვერ ვნახე ინფო ამაზე, იმედია 2-3 წლის მერე ბატარეასთან ერთად ლეპტოპის გამოცვლაც არ მომიწევს.
და მეორე, როგორც ნახეთ ორივეს ვინდოუს 10 ჰუომ მოყვება და როგორ გადავიყვანო პროზე? რამე თანხის სანაცვლოდ მაღაზიებში, ან რამე მსგავსი, თუ თავიდან მომიწევს პროს ყიდვა?
ლეპტოპი ძირითადად მჭირდება მუსიკითვის, ფილმებისთვის, სატარებლად, არანაირი თამაშები და ასე შემდეგ, სიმძლავრე და პრაქტიკულობა რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შემექმნას მოხმარებისას, როგორიცაა ოპერატიულის არასაკმარისობა მაგალითად
როგორც ხედავთ ორივეს აქვს სხვადასხვა პლიუსები და არც ერთი ღირს მაინც და მაინც იაფი, ამიტომ იქნებ დამეხმაროთ რომ სწორი არჩევანი გავაკეთო.