უკრაინის დელეგაცია გაერო-ში უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
10:49 07-12-2016
უკრაინის დელეგაცია გაერო-ში უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა გაერო-ში უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას უკავშირდება, - წერს უკრაინული გამოცემა lb.ua.
„რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის რეჟიმთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ ელჩენკომ.
მისი თქმით, კონსულტაციების ფარგლებში უკრაინის და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რაც წარმოადგენს რუსეთის მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოახდინოს უკანონოდ განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმაცია.
„უკრაინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესთავაზა პრესისთვის ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ, რომელიც ორი საკითხისგან შედგება - პირველი, უშიშროების საბჭომ საქართველოში სიტუაცია განიხილა; მეორე, უშიშროების საბჭოს წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. თუმცა, რუსეთის დელეგაციამ ეს წინადადება დაბლოკა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ სურს პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს“, - დასძინა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.
აბა თქვენ დააძინეთ ყველა საკითხიოდა