GDS-იდან საზმაუზე - „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები იცვლებიან
http://epn.ge/index.php?id=38335&utm_campa...e=socialnetworkსაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები და წამყვანები, იცვლებიან.
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს GDS-ის პროდიუსერი, ეკა შონია უხელმძღვანელებს, ხოლო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი გიორგი ფუტკარაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი გვიმრაძეს, ჩვენი ინფორმაციით, მას GDS-ის წინასაარჩევნო პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანი ნათია თოიძე ჩაანაცვლებს.
აღნიშნული გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი კი, ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს.
კიდევ ერთი ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდს შეეხო. ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი, ირინა დეკანოიძე იქნება.
ცნობისთვის, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არ გამორიცხა, 2030-დან და GDS-იდან ჟურნალისტების გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ მედიაჰოლდინგ „იმედის“ საკუთრებაში შედის, ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით კი, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.