გიორგი წაქაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

Giorgi Tsaqadze
5 December 15:04 ·
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სიბნელე ისადგურებს - ესაა მძიმე რეალობა.
განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინიტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები! ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა - ფაქტი, რომლის მსგავსიც არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ.
შეგნებულად არ ვეხები იმ საკითხს, თუ რა ხედვები აქვს ახალ ხემძღვანელობას სამინისტროს მიერ თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების და მომავალი საკადრო პოლიტიკის კუთხით.
იკითხავთ: რა არის ამ ყველაფრის მოტივაცია? ჩემი პასუხია - მინიმუმ, სიბეცე და უაზრო თავდაჯერებულობა - სხვა ახსნა არ არსებობს...
თუმცა მჯერა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. მე მივიღე გამოწვევა და მზად ვარ, არამხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის, არამედ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ".