მამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, რომ "მაესტროს" წილების გაყიდვით მოქმედი ან ყოფილი პრემიერები იყვნენ დაინტერესებულიახალი სკანდალი მაესტროს ირგვლივ - მამუკა ღლონტი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ტელეკომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, შემოსავლების სამსახური რადიო მაესტროში შემოწმებას ორი თვით ახანგრძლივებს.
გაჭიანურების გამო, მამუკა ღლონტი ხელისუფლების დაინტერესების ეჭვს გამოთქვამს და აცხადებს, რომ სახელისუფლებო მოურავები დაშინების გზით მასსა და ეკა აკობიას ტელეკომპანია მაესტროს წილების დათმობას აიძულებენ.
მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ერთ-ერთი, ვინც ზეწოლას ახორციელებს, ირაკლი რუხაძეა.
„ის არის სახელისუფლებო მოურავი და მის ზემოთ კიდევ რამოდენიმე მოურავი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით,“ - განაცხადა მამუკა ღლონტმა.
მაესტროს დამფუძნებელი იმ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ძმები გაჩეჩილაძეები საკუთარი წილების გადაფორმებას გეგმავენ. ღლონტი ამბობს, რომ ის ქონება, რაც ძმებმა გაჩეჩილაძეებმა შეიძინეს, არ იყო მათი შეძენილი ქონება. მისი თქმით, ქონება ირაკლი რუხაძემ მაღალი სახელისუფლებო ეშელონების დავალებით იყიდა.
რაც შეეხება შემოწმებას, მამუკა ღლონტი განმარტავს მიზეზებს, რის გამოც მას ზეწოლის შთაბეჭდილება რჩება.
„შემოვიდნენ შემოწმებაზე, არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მედია ხელშეუხებელია შემოწმების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყველა ორგანიზაციაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნორმის ფარგლებში. ჩვენ წარვუდგინეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც აქვთ, რადგან ეს ყველაფერი ღიაა. ნებისმიერი ხელშეკრულება და გადარიცხვა ისახება მათ საიტებზე, მათ უნდა დაესრულებინათ შემოწმება 8 დეკემბერს და მოგვდის მეორე ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ისინი აგრძელებენ თებერვლის ბოლომდე ამ შემოწმებას.
"ეს არის ზეწოლა მედიაზე, იმიტომ, რომ მათ სურთ სტრესულ მდგომარეობაში გვამყოფონ რამოდენიმე თვე, კიდევ გააგრძელონ ან შემოუშვან თავიანთი ზონდერები, რომლებიც დასხდებიან ჩვენს ოფისში, დაიწყებენ ჩვენს კომპიუტერებში ქექვას და არ მოგვცემენ მუშაობის საშუალებას. ეს არის ის ვარაუდი, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა და რომლის სიმყარეშიც დარწმუნებული ვართ,“ - აცხადებს ღლონტი.
მამუკა ღლონტი მოითხოვს საგადასახადო უწყებამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელი დიდი მედიასაშუალება შეამოწმა ბოლო წლების განმავლობაში. ღლონტის განცხადებით, თითქმის ყოველ კვირას მათ წილების გაყიდვას სთავაზობენ.
მამუკა ღლონტი ვარაუდობს, რომ მაესტროს წილების გაყიდვით მაღალი თანამდებობის პირები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის შესაძლოა მოქმედი ან ყოფილი პრემიერმინისტრები.
მაესტროს დამფუძნებელი რუსთავი 2-ის საქმესაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
http://rustavi2.com/ka/news/63024
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo