ამ პარასკევს ვანო შოუმ თავის საახალწლო კონცერტები დაანონსა და დაიანა როსის ცნობილი ჰიტის i will survive მოტივებზე შექმნილი ერთი ნომერიც ამ კონცერტებისა წინასწარ აჩვენა, ნახეთ, დაახლოებით 23.12-ზეა ან აქ ნახეთ, 54-ე წუთიდანაა...
თითქოს არაფერი სკანდალური და ამითი ის უბრალოდ დასცინის თბილისის ზესნობ სვეტობას, მაგრამ მე და მსოფლიო დემოკრატია ძალზედ საფუძვლიანად ვეჭვობთ, რომ რეალურად ხალხის საკმაოდ დიდი და არსებითი ნაწილი ამას გაიგებს, როგორც სოფლებიდან და რაიონებიდან დედაქალაქში ჩამოსულების კრიტიკასა და დევნას, რაც საზოგადოებაში ამ მხრივ ისედაც არსებული დაპირისპირებისა და დაძაბულობის გაღვივებას და გაძლიერებას,
მათ უკონტროლოდ გახდომას (თავისი გარდაუვალი სავალალო პოლიტიკური შედეგებითურთ) სავსებით საკმაოდ შეუწყობს ხელს და ვგონებთ, რომ ეს მშვენივრად იცის მიშვანოერორეთმაც და სწორედ ეს, საზოგადოებრივად დიდად დესტრუქციული და არეულობის მომტანი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებს მას...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...