კიდევ კარგი გია უდესიანისნაირი მამულიშვილები არსებობენ.
http://qronikaplus.ge/?p=23890&fbclid=IwAR...co4qAJJLq-irvEc „მე-19 სწრაფი რეაგირების
რეზერვის ბატალიონს ვმეთაურობდი, ჩვენი დანაყოფი ზნაურის მიმართულებაზე იბრძოდა. როცა
უკან დახევის ბრძანება მივიღეთ, ზნაური აღებული გვქონდა ბრძოლებით. 11 აგვისტოს გორში
შემოვედით, 12 აგვისტოს მივიღე უკვე თბილისისკენ უკან დახევის ბრძანება. დავიხიეთ უკან
და მცხეთის შემოსასვლელთან გავმაგრდით, გზადაგზა
მოხალისე ვეტერანებს ვღებულობდი შენაერთში და იარაღს ვურიგებდი, რომ თბილისის დაცვის
ხაზი გაგვემაგრებინა. ასე მოხვდა შემთხვევით ჩემს დანაყოფში ელისაშვილი“, _ გვიყვება
გიორგი უდესიანი.
მას კარგად ახსოვს
12 აგვისტოს ღამე: იმ ღამეს მოვიდა ინფორმაცია, რომ რუსები თბილისზე აპირებდნენ შტურმს.
და იმ დროს, როცა მებრძოლები პოზიციებს ამაგრებდნენ, ატყდა ჩხუბი, რომელიც ელისაშვილის
პროვოკაციების გამო დაიწყო. „12 აგვისტოს ღამით
მივიღე ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ თბილისზე შტურმს. განგაში გამოვაცხადე, მთლიანი
დანაყოფი მოვაწყვე და ამ დროს ატყდა დანაყოფის რიგებში ჩოჩქოლი და ჩხუბი. ვიკითხე, რა ხდებოდა და ვეტერანმა მებრძოლებმა მითხრეს,
რომ მათ რიგებში იყო ვიღაც ელისაშვილი, რომელიც
მებრძოლებში პროვოკატორობდა. მაშინ აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო ელისაშვილი საერთოდ.
გამოვიძახე რიგითი ელისაშვილი დანაყოფის წინაშე და ვთხოვე, რომ ბოდიში მოეხადა ადამიანურად
თანამებრძოლებისთვის და ისევ ჩამდგარიყო დანაყოფის რიგებში. _ მოვიფიქრებო, _ მიპასუხა.
მაშინ ვუბრძანე, _ სასწრაფოდ ჩააბარე იარაღი მორიგე ოფიცერს საიარაღოში და დატოვე დანაყოფი-მეთქი!
როცა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადიოდა,
იქ შეუგინებია მორიგე მებრძოლებისთვის და იმათაც მაგრად მიუჩექმავთ ეს არარაობა“,
_ იხსენებს პოლიტდევნილი.