რას აღარ გაიგებ, 7 საათი კიარა ღამეში 4-5 საათი რომ მძინავს ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაგაზეც მადლობელი ვარ ხოლმე
* * *
Hermyonვიცი რომ ცუდია და ვყლაპავ წამლებს მაგრამ დიდიად არ მშველის, მიეჩვია ორგანზიმი თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ 5 საათი (განსაკუთრებით უწყვეტად თუ მეძინა), იდეალურად ვარ მეორე დღეს
ისე ძილის ხანგრძლივობაზე მეტად მის ხარისხს აქვს მნიშვნელობა, როგორც ვიცი ფაზებად ყოფენ, შეიძლება 5 საათი გეძინოს და ღრმად და 8 საათი და ნახევარი ძილბურნაში იყო, ამ შემთხვევაში 5 და კაი ჯობია
არანაირ ყავებზე არ ვზივარ, საერთოდ არ ვსვამ ყავას
საერთოდ ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი ცუდი ძილით, უბრალოდ აქამდე წამლების აგრეშე მშვენივრად ვიყავი, ბოლო 1 წელია უკვე დამჭირდა წამლების მიღება
საერთოდ ეგ საკითხი ჩისტა ინდივიდუალურია, როგორც ასეთი ზრდასრული ადამიანისთვის ნორმა 7-8 საათია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნაკლები ყოფნით ან პირიქით მეტს სთხოვს ორგანზიმი
ჩემი მიზანია 6 საათიან სტაბილურ ძილს მივაღწიო, სტაბილურად 12 ზე დამეძინოს, 6-ზე გამეღვიძოს,
ნაპოლეონს 4 საათი ეძინა ხოლმე, თავს მაგით ვიმშვიდებ