"ევროპელი დემოკრატების" ლიდერ პაატა დავითაიას ვარაუდით, ოკუპირებულ სოხუმში გამოჩენილი ნიღბიანები, შესაძლოა, რუსეთიდან იყვნენ ჩამოყვანილები.
დავითაიას განცხადებით, მას ამის თქმის საშუალებას ის ფაქტი აძლევს, რომ ოპოზიციონერი ასლან ბჟანია პროაფხაზური ფრთის წარმომადგენელია და რუსეთი მის მიმართ სიმპათიით არ არის განწყობილი.
"რუსეთი ბჟანიას წინააღმდეგია, ის არის პროაფხაზური ფრთა და რუსეთს არ უნდა პროაფხაზური ფრთის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ნიღბიანები, რომელბიც სოხუმის ქუჩებში არიან, შესაძლოა, რუსეთიდან იყვნენ ჩამოყვანილები“, - აცხადებს "პირველთან" საუბარში დავითაია.
7 დეკემბერს ოკუპირებული სოხუმის ტერიტორიაზე შეიარაღებული ნიღბიანები გამოჩნდნენ, რომლებიც გზებზე რეიდებსაც ახორციელოებენ. ადგილობრივები "პირველთან" საუბარში აცხადებენ, რომ ნიღბიანები, სავარაუდოდ, 15 დეკემბრამდე იქნებიან. მათი ვარაუდით, ნიღბიანები რუსეთიდან არიან ჩამოყვანილები.
ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტია "ამცახარა" და ოპოზიციური ბლოკის პოლიტიკური ლიდერები ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციამ ხაჯიმბას დრო 15 დეკემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ დღეს სოხუმში სახალხო კრების გამართვას გეგმავს. ხაჯიმბას რეალურ კონკურენტად "ამცახარას" ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ითვლება.
http://pia.ge/post/83338-soxumsi-gamocenil...n-camoyvanilebi