ოპოზიციის ინფორმაცით, სუს-ის დაფინანსება 7 მილიონი ლარით იზრდება, ფინანსური პოლიციის - 1 მილიონით
დღეს, 15:45
http://rustavi2.com/ka/news/63095სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არასწორად დაგეგმილს უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯები 10 პროცენტით იკლებს, რიგ უწყებებს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ეზრდება.
ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სუს-ის დაფინანსება 7 მილიონი ლარით იზრდება ხოლო ფინანსური პოლიციის - 1 მილიონით. ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, 2017 წლის ფინანსურ დოკუმენტში არ არის გათალისწინებული პენსიებისა და პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა.
„ეს არის გაბერილი, არარეალისტური ბიუჯეტი, რომელიც სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, იქნება მუდმივი პრობლემა ლართან და ფასებთან დაკავშრებით“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
ქართული ოცნების დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ სოციალურ პრობლემებზე არის ორიენტირებული.
„ბიუჯეტში დავზოგეთ ფული ბიზნესისათვის, მაგრამ ამ დაზოგვისათის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის მოგვიწია გარკვეული არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა,“ - აცხადებს რომან კაკულია.