განვიხილავ გაცვლას, ან იყიდება bmw X5
მანქანა არის საუკეთესო მდგომარეობაში!
ყველა წვრილმანი თუ ძირითადი დეტალი მწყობრშია. არ საჭიროებს არანაირ სერვისს. სუფთა ისტორია აქვს, შეგიძლიათ შეამოწმოთ VIN კოდით. არცერთი დეტალი არ არის შეღებილი. ქარხნულ საღებავზეა მთლიანად.
ზეთი ახალი შეცვლილია, მოტული 5W-40, ზეთს არ ჭამს!! ძრავის კრიშკის პრაკლადკები შევცვალე და ძალიან სუფთა ძრავია. აყენია K&N ორიგინალი მრგვალი სპორტული ჰაერის ფილტრი, თავისივე ყუთში. შეცვლილია ასევე შემშვები ცივი კოლექტორის პრაკლადკები და დროსელის პრაკლადკა, ძრავი ჰაერს არ იპარავს და ძალიან მაგარ ჯანზეა, ვიდეობშიც ჩანს როგორ დადის. კარობკა იდეალურია. დგას 19-იანი ფიფქი დედალ-მამალ დისკებზე, ზამთრის, რეზინის ძალიან მაგარ საბურავებზე. კალოდკები აყენია ოთხივე ახალი ტექსტარები, არანაირი ხმა წრიპინი და ა.შ. არ აქვს. შევცვალე ასევე თითქმის მთელი სავალი ნაწილი ესეც ორიგინალი ნაწილებით, ლემფორდერებით და ძალიან რბილად დადის. ასხია ანტიფრიზი დაყენებულია -30 გრადუსზე, არ ბერავს შლანგებს, არ აპარებს არაფერს. პადუშკები რაზდატკა დინამო წყლის სისტემა და მოკლედ ყველაფერი რაც ზოგადად ამ მოდელზე ასე თუ ისე პრობლემურია ხოლმე, ყველაფერში სუფთაა და არანაირი მცირე პრობლემაც კი არ აქვს!
დავაყენე 4.8 IS-ის წინა უკანა ნაკლადკები და ოთხივე კრილოს კანტები, დამუშავებულია და შესაღებია მანქანის ფერში. ერთადერთი რაც გასაკეთებელი აქვს არის ამ ნაკლადკების შეღებვა, რაც უამინდობის გამო ვერ მოვახერხე, დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი აჟურშია მოყვანილი.
გაცვლას მხოლოდ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ მანქანას განვიხილავ, რასაც ქვია უპრობლემო. ჯერ-ჯერობით რა მანქანებიც ვნახე გაცვლაზე ყველა თავის ასატკიებელია, ზოგს რა ჭირს, ზოგს ვითომ არაფერი და რომ ვნახავ მანქანას ძალიან ბევრი საკეთებელი აქვს. მოკლედ, მოსაშორებელი მანქანები არ მჭირდება, ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს, თუ რამე ჭირს თავიდანვე თქვით რა!!
ვინმეს არ ეგონოს რომ საგაზაოდ მყავს X5, იმის შემდეგ რაც ყველა სერვისი ჩავუტარე მანქანას, მაინტერესებდა რა შედეგი მივიღე და გავტესტე 2 მანქანასთან, ერთი მერსედესთან და ისეთი შედეგი აჩვენა რასაც არავინ ელოდა, და მეორე კარგად მოვლილ X5-თან რესტაილინგთან, რომელიც 34 ცხენის ძალით მძლავრია მაგრამ ოდნავ მაინც ჩამომრჩა.
შედეგი X5 რესტაილინგ 4,4-თან (320 ცხ.ძ.) ნახეთ ლინკზე.
ვიდეო გადაღებულია რესტაილინგიდან:
https://www.youtube.com/watch?v=8ZB4KbAcSN4ესეც ლინკი მერსედეს ე350 რესტაილინგთან:
https://www.youtube.com/watch?v=CqhZXAReSYIფასი: 6,000 USD
სხვა ფოტოები ნახეთ ლინკზე:
https://www.myauto.ge/ka/detail/22769999
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)