გამარჯობათ.პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ახალი იუზერი ვარ და თუ რამე წესი დავარღვი ფორუმის წინასწარ ბოდიში.
მოკლედ ვგეგმავ ბიზნესის დაწყებას და დეტალურად მაინტერესებს ყველაფერი.
1. ბიზნესის, საკვები პროდუქტებია. მაინტერესებს, რა არის საჭირო. ფართი და სისუფთავე გასაგებიაა.
ასევე, რამე სერტიფიკატები უნდა, თუ არა, პროდუქტი რამდენად ვარგისიანია და გამოდგება თუ არა გასაყიდად. ესეთი რაღაცეები სად უნდა გავაკეთო?.ასევე მაინტერესებს, სახელის დაპატენტება როგორ ხდება. მაგალითად, როცა 1 სახელის გამოყენებით ხდება სხვადასხვა პროდუქტის წარმოება და არ მინდა, რომ სხვამ ისარგებლოს ამ სახელით. რა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? .
2. მაინტერესებს, ჩვენთან თუ არის ქარხანა, რომელიც დაამზადებს პატარა კონტეინერებს, ან შუშის ბოთლებს.
მჭირდება კომპანია,რომელიც დამიმზადებს კომპანიისთვის ლოგოს, ეტიკეტს და სხვა სარეკლამო მომსახურებას გაუწევს
კომპანიას.
მოკლედ ამ ყველაფრის დეტალური გაგება მინდა თუ ვინმე დამეხმარებით დიდი მადლობელი დაგრჩებით