სვანეთში გაშიშვლებული ბიჭის ფოტომ და ბოდიშის მოხდის ვიდეოს ინტერნეტი დაიპყრო
პრადვინუტები თვლიან რომ ეს არის არაევროპული საქციელი, რომ საქართველოში ტურისტები აღარ ჩამოვლენ და ეკონომიკა ჩამოიშლება
დანარჩენი ჩვეულებრივი ხალხი ე.წ. "ბნელები" ფიქრობენ რომ სიშიშვლე არის სამარცხვინო საქციელი და საზოგადოების წესების და ტრადიციების შეურაცხყოფა
მე როგორც ნათელი გონების მქონე ადამიანმა ამ ამბავში დავინახე გამოსავალი, რომელიც საქვეყნოდ სახელს გაგვითქვამს, ტურისტებიც იხუვლებენ, ვიზასაც მოგვცემენ და მაპსაც
რაშია ახლა საქმე: თუ გახსოვთ აის ბაქეთ ჩელენჯი, 1 ადამიანი ისხამდა ყინულიან წყალს და იწვევდა 2 მეგობარს რომელთაც თავის მხრივ იგივე უნდა გაეკეთებინათ
გავაკეთოთ "გადაიღე შიშველი ფოტო ჩელენჯი" , ცოტათი უფრო ცნობილი პრადვინუტები თინა მახარაძის და მძიმე კაცისნაირი ხალხი გაშიშვლდეს და გადაიღოს ფოტო თუნდაც ხარხმრავალ ადგილზე: მეტროში, ავტობუსში, შუა რუსთაველზე, მაკდონალდსის წინ, სპორტის სასახლის წინ, რედისონის შესასვლელთან, მაინცდამაინც სამების საკურთხევლის წინ გადაღება არაა აუცილებელი
გამოიწვიონ თავისნაირი პრადვინუტი მეგობრები, დღეს საქართველოში ნამდვილად არაა ცოტა პრადვინუტი ხოლო როცა აღმოჩნდება მოსახლეობის 30%-მა უკვე გაიხადა, დანარჩენ ბნელებსაც მიეცემათ მოტივაცია და საბოლოოდ ყველა გაიხდის!!
ასეთი პრეცედენტი არასოდეს დაფიქსირებულა მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე განვითარებულ და თავისუფალ ქვეყნებშიც კი
ალბათ არ იქნება საჭირო იმის ახსნა თუ როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს ევროპულ გეზზე, ევოპელები აღარ ჩათვლიან რომ ჩვენ ვართ ბნელები და კიპებზე ამხედრებული მამაოები აღარ გვმართავენ, შემდეგ უვიზოც იქნება და მაპიც
მე არ ვხუმრობ!! გამოთხვით ყველამ საკუთარი აზრი, ავხურუშდეთ ერთად და მოვცხოთ სამყაროს ისტორიაში უსერიოზულესი ჩელენჯი
მოდერებმა არ დახუროთ თემა რადგან როგორც ვთქვი მე არ ვხუმრობ!!