მსგავსი თემა ვერ ვიპოვე ამ განყოფილებაში, ამიტომ მინდოდა მეტი ინფორმაცია და ისტორია გამეგო.
სანამ თვითონ არ წავაწყდი დღეს ამ პრობლემას აქამდე დიდად არ მაწუხებდა (როგორც ხდება ხოლმე)...
საბჭოთა კავშირში ნაყიდი დიპლომები, ჩაჯიბების სისტემა, ექიმების უყურადღებობა და არაპროფესიონალიზმი, რომელიც შეიძლება ლეტალურად დარულდეს ავადმყოფისთვის, ან უკეთეს შემთხვევაში საგრძნობლად გაუუარესოს ჯანმრთელობა.
უტარდებათ თუ არა მოქმედ ექიმებს სასერტიფიკაციო გამოცდები, ხდება თუ არა მათი გადაკვალიფიცირება?
რატომ ვერ აღმოიფხვრა დღევანდელ, თუნდაც კერძო ძვირიან კლინიკებში "მაღარიჩი"?
სად შეიძლება შევიტანოთ საჩივარი და აქვს თუ არა ამას შედეგი?
საჩივარზე უფრო დაწვრილებით თუ დამეხმარებით, დიდად მადლობელი დავრჩები