ხომ შეიძლება ასეთი გამოცანებით არ ელაპარაკონ ისედაც დაბნეულ მოქალაქეებს
თუ დოლართან კურსს გულისხმობს - 59%-ით გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში და ეს განცხადება სრულიად არარელევანტურია.
თუ სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი კურსი იგულისხმება (NEERM) - მაშინ მართალია, საშუალოდ 8.7%-ით გამყარდა ლარი ბოლო სამი წლის განმავლობაში სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან (ნოემბრის ბოლოდან), რეფინანსირების გაზრდის პარალელურად დეფლაციის დაფიქსირებაც ამით აიხსნება და არა ეკონომიკის ზრდის შემცირებით, რომელიც ბოლო წლებია ისედაც მცირე იყო.
https://www.nbg.gov.ge/uploads/exchangerate...nge_rategeo.xlsთუ ლარის შეფარდებით მყიდველუნარიანობას სავაჭრო პარტნირებისგან იმპორტულ პროდუქციასთან მიმართულებით (REER) - აქაც მართალია, მხოლოდ 0.7%-ით გაუფასურდა ბოლო სამი წლის განმავლობაში (ოქტომბრის ბოლოდან), პარტნიორ ქვეყნებში მეტი დევალვაციისა და პარტნიორ ქვეყნებში შედარებით მაღალი ინფლაციის გამო:
https://www.nbg.gov.ge/uploads/exchangerate...ge_ratesgeo.xlsუნდა აღინიშნოს, რომ განახლებული მონაცემი როცა გამოქვეყნდება, შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნულისგან. ის ფაქტი არ იცვლება, რომ ლარის რეალური საშუალო მსყიდველუნარიანობა არც ძირითადი იმპორტის და არც ადგილობრივი პროდუქციის არ დაცემულა ძირითადი ვაჭრობის ფარგლებში მთელი დოლარის რევალვაციის განმავლობაში.
This post has been edited by შავლეგა on 13 Dec 2016, 16:30