#49448286 · 9 Dec 2016, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, პატარა სტუდენტურ კვლევას ვატარებ ვაკეში კომერციული ფართების/ოფისების/ბიზნეს ცენტრების შესახებ, ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ძალიან გთხოვთ, ან აქ დაიკომენტაროთ, ან პირადში მომწეროთ. კერძოდ, მაინტერესებს სად არის, რა ჰქვია, ვისი აშენებულია(ვინ აშენებს), რა ღირს(ეღირება) კვადრატულის ქირაობა/ყიდვა, როდის დასრულდა(სრულდება). როგორც ხედავთ, მაინტერესებს, როგორც უკვე დასრულებული, ისე მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ნებისმიერი ინფორმაციით შეგიძლიათ დამეხმაროთ, წინასწარ მადლობა.
მაგალითისთვის; აქსის თაუერსი, აშენებს აქსისი, სრულდება 2017წელს, კვადრატულის ქირაობა $20-$30.
არ აქვს მნიშვნელობა, საცხოვრებელ კორპუსში იქნება ოფისი თუ ბიზნეს ცენტრში, მთავარია ოფისის დანიშნულება ჰქონდეს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინმე თუ გამომეხმაურებით.
თუ არასწორ ადგილას არის გახსნილი თემა, გთხოვთ, გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში.
|