ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა. ამჯერად, ციხისძირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან 6 სხვადასხვა ჯიშის მცენარის გადარგვა იგეგმება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ განუცხადა, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით ამდენივე დროა საჭირო, რომ მაგნოლიის ხის გადარგვა განხორციელდებს.
„რთული პროცესია ცოტათი, ერთი თვეა, რაც დავიწყეთ მუშაობა. მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, გზები შეგვყავს ამ ტერიტორიაზე. ალბათ, ერთ თვეში გადავიტანთ ხეს. ჯამში 6 ხის გადატანა იგეგმება, მათ შორის, სამი მაგნოლიაა, ორი ჭაობის კიპარისი და ერთი ჭადარი“, - აღნიშნა ირაკლი შანავამ.
მიმდინარე წლის მარტში ციხისძირიდან ტიტას ხე ზღვის გავლით გურიის პარკში გადარგეს.
ხის გადარგვის მოსამზადებელი პროცესის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/41...gadargaven.htmlამათაც რომ არ დააყოვნეს
ციხისძირიდან ხეების გარადგვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ. როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრი, რეზო ხარაზი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირებებს არ უსრულებს და ხეების გადარგვით არის დაკავებული.
„ადრე თუ სამი ხის გარადგვა იყო დაგეგმილი, ახლა ორჯერ და სამჯერ მეტი ხე მიაქვს ივანიშვილს. ეს წინასაარჩევნო დაპირებებში არ იყო, თუმცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ ლარის გამყარების სანაცვლოდ, ის მოთხრიდა და გადარგავდა ხეს, ხალხი კი ამით იქნებოდა ბედნიერი. ივანიშვილი განაგრძობს ხეების გადარგვას, მოსახლეობა კი ისევ რთულ სოციალურ მდგომარეობაშია. ვაპროტესტებთ ხეების გარადგვას და სხვადასხვა სახის აქციას ვგეგმავთ“, - აღნიშნა რეზო ხარაზმა.
კომპანია „ზიმო“ ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ 6 ხის გადარგვას გეგმავს, მათ შორის ერთი მაგნოლიის ხეა, რომლის გადარგვის მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და დაახლოებით, ერთ თვეში ზღვის გავლით ხე გურიის პარკში გადაირგვება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში ციხისძირიდან გურიის პარკში ტიტას ხე გადარგეს.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/41...as-gegmavs.html