დღეს შრომა წარმოადგენს არა თუ ღირსეული ცხოვრების წინაპირობას, არამედ ბრძოლას თვითგადარჩენისთვის.
დასაქმებულები ხშირად აწყდებიან დიდ უსამართლობას და არსებული რეალობის პირობებში უჭირთ ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
ნიკა ჩერქეზიშვილი კიდევ ერთი მაგალიათია ამ დაუსრულებელი უსამართლობის.იგი 12 წელი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 6 თვე საგარეო საქმეთა სამინისტროში შესყიდვების სამსახურის ხელძღვანელად, საიდანაც უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.
მან გამოიყენა ფაქტობრივად ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი, იგი იძულებული გახდა კანცელარიის წინ საჯაროდ გააპროტესტოს არსებული უსამართლობა.
მას აქვს სამი მოთხოვნა:
1. აღადგინონ ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად!
2. შეხვდეს გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ნიკას გათავისუფლების დროს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა!
3. საჯარო სამსახურებში კადრების დანიშვნა ხდებოდეს უფრო სამართლიანად და გამჭვირვალედ. პრიორიტეტი გახდეს კვალიფიკაცია და არა ნეპოტიზმი!
ნიკა 11 დეკემბრიდან ღამეს ათენებს კანცელარიის წინ და იმდენ ხანს დარჩება იქ, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
მიმაგრებული სურათი