კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ახლადდარგული კვიპაროსების გახმობაში თბილისის მერიას ადანაშაულებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ბარათაშვილის ქუჩაზე დაუნდობლად გაიჩეხა აბსოლუტურად ჯანსაღი ცაცხვის ხეები და მათ ადგილას დარგული კვიპაროსები, რომელშიც დიდი ფულია გადახდილი, უკვე ხმება.
ლაშა ჩხარტიშვილი საკმარისად არ მიიჩნევს კონტრაქტის გაწყვეტას ხეების შემომტან კომპანიასთან.
,,სისხლის სამართლის საქმე არის აღსაძვრელი გულგრილობის მუხლითაც იმ მოხელეების მიმართ, ვისაც ჰქონდა დავალებული კონტროლი ამ პროცესისა. ეს ხეები განწირულია განადგურებისთვის, რადგან არ უვლიან სათანადოდ და ამავე დროს არ შეისწავლეს ამ მცენარეების შეგუებულობა ამ ნიადაგთან”, _ განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ როგორც ჰიბრიდულმა სიმინდმა არ გაიხარა უმრავლეს რეგიონში და დაბალი მოსავალი მოგვცა, იგივე ხდება კვიპაროსებთან მიმართებაში, რომელიც ვერ შეეგუა ამ ნიადაგს.
მისივე თქმით, კვიპაროსებში მერიის მიერ გადახდილი 225 ათასი ლარი წყალში გადაიყარა მაშინ, როდესაც მართლა გამწვანებაა საჭირო ქალაქში.
http://medianews.ge/ge/tbilisismeriismiera...sebikhmeba/4654აქ ახლა ლაშა ჩხარტიშვილის პოლიტიკურ პლატფორმასა და მის მორალურ სახეზე ბაზარი არ დაიწყოთ...
თემა სხვა რამეზეა...
კერძოდ, ბოლო-ბოლო, ვინ არის ამ კვერცხობაზე პასუხისმგებელი?
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestr...05-2012%2009:30 This post has been edited by VoK on 19 May 2012, 11:58
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...