ბებომ მომიყვა საუზმისას
მიყვება ხოლმე
და თხოვნა იქნება, კიდევ მომიყვეს
დედა იყო და შვილი
ეს შვილი ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა, რასაც დედა ეუბნებოდა
ერთხელაც მოვარდა მდინარე, მიაქვს სოფელი
დედა-შვილი სხვადასხვა ნაპირას აღმოჩნდა
იფიქრა ახლა დედამ "ამას რო ვუთხრა, არ გადმოხვიდეო, უეჭველად გადმოვაო"
და დაუძახებს "შვილო, გადმოდი, გადმოდიო"
იფიქრა ახლა შვილმა "მთელი ცხოვრება გავაწამე დედაჩემი, ყველაფერს უკუღმა ვუსრულებო
და რა იქნება, ერთხელ დავუჯეროო"
შეცურა მდინარეში
და
გადავიდა იქით ნაპირზე და წავიდნენ მშვიდად და ბედნიერად

არა, განა მართლა,
წყალმა წაიღო, კაროჩე საქციელი მეეტყნა
მარა ეგ პრედსკაზუემი დასასრული იყო
და
არ მინდოდა
ხო ხვდები
თუ თხოვნა იქნება, გადავცემ თქვენგან ბებოს
more of it
ქნას