გადავხედე ფორუმს და ვერ ვიპოვე ვერაფერი მსგავსი, გადავწყვიტე გამეხსნა პრიცეპების შესახებ თემა.
აქ დავწეროთ ვის რა გამოცდილება აქვს პრიცეპის აწყობაში, მასთან დაკავშირებულ კანომდებლობასთან და ასე შემდეგ.
მოკლედ მე მინდა რამე კარგი პრიცეპის ყიდვა ან აწყობა რომელიც უპრობლემოდ ატარებს 500-700კილო ტვირთს , დანიშნულება დაჩაზე, სოფელში, სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კვადროციკლის და ოჯახის ათასი წვრილმან-მსხვილმანის გადატანა .
ერთმა ნაცნობმა მითხრა რომ 750 კილო ტვირთ ამწიობამდე და 1 სკატიან პრიცეპს ჩვეულებრივი B კატეგორიის პრავა უნდაო , აწყობაც არაა პრობლემა თუ ბობრბლებს შორის ბაზა ჯდება სტანდარტებშიო, მაგრამ ჩასაბმელი მექანიზმი უნდა იყოს ქარხნულიო და არ კუსტარულიო, ვთქვათ რომ ავიღოთ გოლფის უკანა ბალკა და ზედ ავაწყო ლამაზი პრიცეპი რამდენად მოვა კანონთან შესაბამისობაში გაფორმების თვალსაზრისით ?
ამ ჩემმა ნაცნობმა თუ ყველაფერი სწორად გაქვს გაკეთებული მიდიხარ საპატრულოში შენი პრიცეპითო და იხდი 70 ლარს და გიფორმებენო.
აბა ვინ რა იცით ამის შესახებ ? ისეც არ მინდა რომ პრიცეპი ავაწყო და არ გამიფორმონ და ტყუილად დავხარჯო ფული, დრო და შრომა .
This post has been edited by Nanskani on 15 Dec 2016, 11:33
მიმაგრებული სურათი