http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mdinareobs.htmlდედაქალაქის მასშტაბით გარეგანათების ქსელზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს
16:41 15-12-2016
დედაქალაქის მასშტაბით გარეგანათების ქსელზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს შპს ”თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში ანთებულ გარეგანათებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, გარეგანათების ქსელზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ”შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით გარეგანათების ქსელზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს აწარმოებს - მიმდინარეობს ქსელის ტექნიკური შემოწმება. ტექნიკური სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია ჩართული გარეგანათებები.