http://rustavi2.com/ka/news/63547გადასახადების გაზრდით, მთავრობა ბიუჯეტში მილიარდიან შემოსავალს ელოდება. რაც შეეხება ფასების მატებას, ამ მიმართულებითაც ხელისუფლებას საკუთარი პროგნოზი აქვს, თუმცა მმართველი გუნდის ოპტიმიზმი გაუგებარია ოპოზიციისთვის, რომელიც აქცენტს იმ უარყოფით შედეგებზე აკეთებს, რომელსაც ეს ცვლილებები ქართულ ეკონომიკას მოუტანს.
მთავრობის ხელმძღვანელი კი მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას სულ სხვა თვალით უყურებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ გეგმების შედეგებზე პასუხისმგებელი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახადების გაზრდა ეკონომიკაზე უარყოფითად არ აისახება.
მთავრობა გადასახადების გაზრდით მომავალ წელს მილიარდამდე ლარის მობილიზებას გეგმავს. მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ ზუსტად არ იციან, რამდენით შეიძლება გაიზარდოს ფასები.
ექსპერტების რეკომენდაციით, ხელისუფლება მოქალაქეებს სულ სხვა გეგმას უნდა სთავაზობდეს, ნაწილი კი დამატებითი განმარტებების მოლოდინშია.
მთავრობის ეკონომიკური გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ინიციატივები ძალაში მომავალი წლიდან შევა.