ზოდიაქოს ნიშნები და პარტნიორობაზოდიაქოს ნიშნები მე-7 სახლის წვერზე მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს პარტნიორობის მიმართ.
ვერძივერძი პარტნიორობაში ლიდერის პოზიციის დაკავებას ცდილობს. მოუთმენელია, ცდილობს ყურადღება მიიზიდოს. უყვარს კონკურენცია, ცდილობს სხვებს დაასწროს, სხვებზე წინ წავიდეს და წარმატებას მიაღწიოს თაყვანისცემის(სიყვარულის) ობიექტთან. ირჩევს აქტიურ პარტნიორებს, სწრაფად ამყარებს კონტაქტებს. მოსწონს სამართლიანობისთვის ბრძოლა როგორც საკუთარი ასევე პარტნიორების ინტერესებისთვის. ქორწინებაში ცდილობს დომინირებას (ქალები ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომ ეს შესაძლებელი იყოს ან სულ პირველობისთვის ბრძოლის რეჟიმში არიან). ვერძები როგორც წესი ადრე ქორწინდებიან, ხშირად ეს მათი მოუთმენლობით და სულსწრაფობით არის განპირობებული.
კურო
პარტნიორობის მიმართ კუროს აქვს პრაქტიკული, პრინციპული მიდგომა, ხშირად ავლენს სიჯიუტეს, უფრო მეტად აფასებს საქმეებს ვიდრე სიტყვებს. ეძებს პარტნიორობაში კომფორტს და სიმყარეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფინანსუს მხარეს, ქორწინებას ხანგრძლივად ინარჩუნებს(სამუდამოდ), განქორწინებაზე რთულად მიდის. კურო მესაკუთრეა, მგრძნობიარე და ვნებიანი ტემპერამენტი აქვს, ითხოვს ალერსს და სიყვარულის გამოვლენას. ხშირად კონსერვატულია და ტრადიციებს პატივს სცემს. მისი პარტნიორი უნდა იყოს ძლიერი, ერთგული და მგრძნობიარე.
ტყუპები
ტყუპები პარტნიორობაში ეძებს მრავალფეროვნებას, ავლენს ცნობისმოყვარეობას და ბევრს ლაპარაკობს. მისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური მხარე. უპირატესობას ანიჭებს ინტელიგენტურ პარტნიორს, მრავამლხვირად განვითარებულს და გამჭრიახს. შეიძლება რამოდენიმეჯერ დაქორწინდეს, იცხოვროს დაურეგისტრირებელ ქორწინებაში ან ერთდროულად რამოდენიმე სასიყვარულო კავშირი ჰქონდეს.
ურთიერთობებში ხელმძღვანელობს პირველ რიგში გონებით, ვიდრე ემოციებით, არ უყვარს გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. არც ფინანსური და საზოგადოებრივი მდგომარეობა და არც ასაკი პარტნიორის შერჩევაში ხელს არ უშლის. უყვარს დისკუსიების გამართვა პარტნიორთან, ხშირად ნერვიულია და ადვილად ღიზიანდება.
კირჩხიბი
კირჩხიბი პარტნიორობაში ეძებს სიმყარეს. კონსერვატიული და ტრადიციულია თავის ჩვევებში, ქორწინებას უდგება სერიოზულად, თვითონ არასოდეს გაწყვიტავს კავშირს, იცავს საქორწინო შეთანხმებებს. მიისწრაფის მყარი და ხანგრძლივი პარტნიორობისკენ.
კირჩხიბი მესაკუთრეა, სენტიმენტალური, მისი განწყობა ცვალებადია. ეძებს შედარებით პასიურ, მეოჯახე პარტნიორს, რომ მას დაეყრდნოს. კირჩხიბს არ მოსწონს აგრესიული ან დამოუკიდებელი პარტნიორები, იგი ეძებს ”დედის” ტიპაჟს, რომელიც მასზე იზრუნებს, ან ”ბავშვის” ტიპაჟს, რომელიც მასზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.
ლომი
პარტნიორობაში ლომი მომთხოვნია, ერთგული, ამაყი, ქორწინებაში ცდილობს დომინირებას, თუმცა შეიძლება მიუდგეს ქორწინებას, როგორც თამაშს, უყვარს რომანტიკას, სხვადასხვა რიტუალი, ეძებს სიყვარულს, შექებას, მოწონებას, აღტაცებას მისი შესაძლებლობებით, უნარებით, გარეგნობით და ა.შ. არ ეშინია პასუხისმგებლობის, ღირსეულად იქცევა. როგორც წესი მას ძლიერი ხასიათის პარტნიორი ყავს, და ვინაიდან თვითონაც საკმაოდ ჯიუტი შეიძლება იყოს, პარტნიორობაში შეიძლება პრობლემები შეექმნას ამის გამო.
ქალწული
პარტნიორობაში ქალწული მომთხოვნი და კრიტიკულია. ზუსტად უნდა იცოდეს რა ხდება, რას შვრება მისი პარტნიორი, სად არის, ვისთან, როგორ, გონივრული საფუძვლის გარეშე არაფერს აკეთებს. ხშირად აკრიტიკებს თავის პარტნიორს. პარტნიორობა მისთვის - მსახურებაა. ეძებს მყარ პარტნიორს. პარტნიორთან დამოკიდებულება არაა თანასწორი - იგი უფრო მეტს გასცემს ვიდრე იღებს.
სასწორი
პარტნიორობაში ეძებს ჰარმონიას. მას სჭირდება რბილი, კეთილი პარტნიორი, რომელიც მას ისეთად მიიღებს, როგორიც იგი არის, თვითონაც ცდილობს რომ პარტნიორი ამაყობდეს მისით. გარშემომყოფების აზრი დიდ გავლენას ახდენს მის არჩევანზე. ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც ხელს არ შეუშლის საზოგადოებრივ აქტიურობაში, რომელსაც კარგი გემოვნება და დახვეწილი მანერები ექნება. სასწორისთვის მნიშვნელოვანია რომ მისი პარტნიორი მშვიდი და გაწონასწორებული იყოს.
მორიელი
პარტნიორობაში მორიელი ძალზედ ეჭვიანი, ემოციური და მესაკუთრეა, თუმცა ხშირად ახერხებს ამის შენიღვბვას. ურთიერთობაში უმეტესწილად იგი დომინირებას ცდილობს. თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით არ ხდება - მორიელი ცოფდება. მას იზიდავს ძლიერი, სექსუალური და უშუალო ადამიანები. პარტნიორის მიმართ ერთგულია და იგივეს მოითხოვს მისგანაც. მორიელი ძალიან მომთხოვნია, და ამის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას პარტნიორობაში. ეძებს პარტნიორს, რომელიც შეავსებს მის ხასიათს.
მშვილდოსანი
პარტნიორობაში არ იცავს მიღებულ ქცევის ნორმებს, დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტალობის გარეშეა. ადვილად იცვლის პარტნიორებს და ინდიმურ ურთიერთობებში შეიძლება პარალელურად რამოდენიმე ადამიანთან შევიდეს. მშვილდოსნისთვის პარტნიორულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია რომ მისი თავისუფლება არ იყოს შეზღუდული. მისი პარტნიორი უნდა იყოს კონტაქტური, თანამოაზრე ყველა მის წამოწყებაში, თავგადასავლებში. იზიდავს ურთიერთობები უცხოელებთან. მეგობრობას და თავისუფლებას ყველაზე მეტად აფასებს სიყვარულში. სასურველი პარტნიორის პოვნის შემთხვევაში მიდრეკილია პარტნიორის იდეალიზაციისკენ.
თხის რქა
თხის რქა ძალიან სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით უდგება პარტნიორობას. ქორწინებას სიფრთხილით ეკიდება, ამიტომ ხშირად გვიან ქორწინდება. თავის დამოკიდებულებაში ერთგულებას იჩენს, მაგრამ ემოციურად ჩაკეტილია, ამიტომაც ცივის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსუბუქ კავშირებს არ ცნობს. მესაკუთრეა და ძალიან კონსერვატული. ხშირად მასზე ბევრად დიდი(ან პატარა) ასაკის ადამიანთან იჭერს პარტნიორულ ურთიერთობას. ეძებს პრაქტიკულ და უზრუნველყოფილ პარტნიორს. ხელს უწყობს თავისი პარტნიორის კარიერულ და საზოგადოებრივ აქტიურობას და წინსვლას.
მერწყული
მერწყული მოითხოვს თავისუფლებას პარტნიორობაში, ვერ იტანს წინაამღდეგობებს ურთიერთობებში, პარტნიორის მიმართ კრიტიკულია და სიჯიუტეს ავლენს. უყვარს ექსპერიმენტები. ცდილობს დომინირებული პოზიცია დაიკავოს და თუ პარტნიორი მას არ აკმაყოფილებს შეიძლება მარტივად დაშორდეს მას. მერწყულისთვის მნიშვნელოვანია რომ მისი პარტნიორი მისი მეგობარიც იყოს, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, ორიგინალური ინტერესების მქონე. მერწყულისთვის მეგობრობა და სიყვარული ძალიან მჭიდროდ გადახლართულია ერთმანეთში, სწორედ ამის გამო ხშირად ეს ორი ერთმანეთში ერევა.
მერწყულის ქორწინებაში ხშირად მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი მოვლენები ხდება, კონფლიქტები, დაშორებები, შერიგებები.
თევზები
თევზები პარტნიორობაში რბილი და მგრძნობიარეა, აქვს კარგი ადაპტაციის და შეგუების უნარი. იგი ეძებს მომენტებს, სადაც გამოადგება თავის პარტნიორს, ამიტომაა რომ ხშირად თევზებს იყენებენ. თევზებს სწყურია სიყვარულის, იგი ძალიან ეჩვევა თავის პარტნიორს, და სულ ოცნებობს თავის იდეალურ პარტნიორზე - გულითად, მგრძნობიარე, თანამგრძნობ, ნაკლებად მომთხოვნ და მისი არასტაბილური განწყობის და კაპრიზების ამტან ადამიანზე. თევზების ურთიერთობაში ხშირად ჩნდება პრობლემები, იმის გამო რომ იგი ემოციურად არასტაბილურია და წყენიაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ თევზები ამ ყველაფერს ოსტატურად მალავენ. ამიტომაა რომ თევზების სტრესული მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს იძენს. ხშირად თევზებს ისეთი ადამიანები იზიდავენ, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, ვინც არაა მთლად ჯანსაღი, ვინც გაგებას და ზრუნვას, თანაგრძნობას მოითხოვს.
ნიშანთა შეთავსება და ქორწინებამიხეილ ცაგარელი:
ქორწინებაქორწინებისთვის, ისევე, როგორც ადამიანთა ხანგრძლივი ურთიერთობისათვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰოროსკოპების შეთავსებისას აღმოცენებული ასპექტები. ჩვეულებრივ, პირადი ჰოროსკოპის განხილვისას ადამიანს უჩნდება ინტერესი შეიტყოს ასტროლოგიის თვალსაზრისით თავისი იდეალური პარტნიორის და მეუღლის დახასიათება და შესაძლო ზოდიაქოს ნიშანი.
არსებობს მიდგომა ტრადიციული შეხედულებების მიხედვით (მაგალითად, როგორც ორი სახლის მოყვარული ნიშნის წყვილი კურო -კირჩხიბი, ან ორი ძლიერი ნიშნის წყვილი ლომი – თხის რქა), მაგრამ არჩევანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი, ადამიანის სხვა ადამიანთან დამოკიდებულების, მასთან ურთიერთობის წარმართვის, პრიორიტეტებისადმი განწყობისა და პირადი ჰოროსკოპის მიხედვით. პირადმა ჰოროსკოპმა კი შეიძლება გვიჩვენოს, რომ ადამიანი სრულებით არ ჰგავს თავის ნიშანს.
ინდოეთში ითვლებოდა, რომ მშობლები უმჯობესია ყოფლიყვნენ საწინააღმდეგო ნიშნის, რათა მათ შვილს ჰქონოდა ყველა ნიშნის თვისებები და ჰარმონიული განვითარების საშუალება. სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ოჯახურ ურთიერთობათა რეგლამენტის ტრადიციული ფორმა და არა ჩვენთან, სადაც თითოეული ადამიანი ორიენტირდება საკუთარ თავზე და ამიტომ საწინააღმდეგო ნიშანთან (ოპოზიცია – სატურნისეული ასპექტი) შეთავსება ძალზედ უძნელდება. ამასთან, ყველაზე მეტად უჭირს კუროსა და ღრიანკალის წყვილს, რომელთათვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია სიყვარული. ხოლო ტყუპებისა და მშვილდოსნის წყვილი საკმაოდ ხშირად გვხვდება, რადგან მათ გააჩნიათ პრობლემების ინტელექტუალურად გადაჭრის ერთნაირი ტენდენცია.
საწინააღმდეგო ნიშნები ახლოსაა ერთმანეთთან ამოცანათა ხასიათით, რომლებიც მათ წინაშე დგება. მაგრამ ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება პირისპირ ურთიერთობისას.
სასწორები კარგად აწონასწორებენ ვერძებს, მაგრამ მათი დახვეწილობა შესაძლოა დაუპირისპირდეს ვერძების უხეშობას. კირჩხიბისა და თხის რქის წყვილიც ხშირად გვხვდება და მოგვაგონებს მოხუცისა და ბავშვის ქორწინებას, სადაც კირჩხიბს უმძიმს თხის რქის მატერიალისტობის ატანა, ხოლო ამ უკანსაკნელს უაზრობად მიაჩნია თავისი პარტნიორის მეოცნებეობა.
საწინააღმდეგო ხასიათების მიხედვით უფრო ადვილად ურთიერთქმედებენ მამაკაცები თავისი ნიშნის შემდგომ მე-5 ნიშნათან, ხოლო ქალები – თავისი ნიშნის საწინააღმდეგო მიმართულებით მე-7 ნიშნათან. ამ ურთიერთობას ეწოდება კვიკონსი (ხორონიული ასპექტი). ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირია სასწორი-თევზების წყვილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა ნიშნებისთვის ამგვარი დაწყვილება საუკეთესო იქნება მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.
აქ ცეცხლის ნიშნები ურთიერთქმედებენ მიწის ნიშნებთან, ხოლო წყლის ნიშნები – ჰაერის ნიშნებთან. წყლის ნიშნები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. ღრიანკალისა და კირჩხიბისათვის ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი და მერწყული) ძალზედ მენტალურები და არასაკმარისად ღრმანი არიან იმისათვის, რომ კარგად შეეთავსონ მათ, ხოლო კონსერვატიული მიწის ნიშნები კი მუდამ დამოუკიდებელ ცეცხლის ნიშნებს. მათგან ყველაზე კარგად ერთმანეთს ეთავსებიან ლომი და თხის რქა, როგორც ორი თავდაჯერებული და თავის თავზე შეყვარებული ნიშანი.
ოჯახის შესაქმნელად ასევე დადებითად ითვლება მდედრობითი ნიშნების შემდგომი მე-5 და მამრობითი ნიშნების მე-7 ნიშანი (ასევე ხორონიული ასპექტი). მართალია, მათ მსგავსების გარდა გააჩნიათ ერთნაირი უარყოფითი თვისებებიც – ამ შემთხვევაში, მიწა ურთიერთქმედებს ჰაერთან, ერთმანეთს ავსებენ მელანქოლიკი და სანგვინიკი და ცეცხლი ურთიერთქმედებს წყალთან, სადაც ქოლერიკი და ფლეგმატიკი ეთავსებიან ერთმანეთს.
ვერძი და ღრიანკალი მსგავსია წინსწრაფვის თვისებების მიხედვით, ხოლო ვერძის გულახდილობა კარგად ავსებს ღრიანკალის სიღრმესა და წვდომის უნარს. კურო და სასწორი გამოირჩევიან კომფორტისადმი სიყვარულით, თუმცა ერთგავრად ფორმალურად უდგებიან ცხოვრებას. ტყუპები და თხის რქაც შეიძლება იყოს წყვილში, მაგრამ თხის რქა მაინც საკმაოდ მძიმეა ტყუპებისათვის, რის გამოც ეს წყვილი ცუდად დაბალანსებულად მიიჩნევა.
კირჩხიბსა და მშვილდოსანს აერთიანებთ მოგზაურობებისადმი და ბუნებისადმი სიყვარული, მაგრამ თუ მშვილდოსანს მეტად უყვარს ცხოველები, კირჩხიბს მეტად იზიდავს მცენარეული სამყარო. ქალწული და მერწყული ერთმანეთის მსგავსია აბსოლუტიზმითა და ყოფიერების არასრულყოფილებისაგან მოწყვეტით. თევზებსა და ლომს კი აერთიანებს ყოვლისმომცველობა და პატიების უნარი. ორივე ამ ნიშანს შეუძლია ბევრის დაშავება, ბევრის პატიება და ახლის მიღება. ეს წყვილი ერთგავარად ნაკლებად იდეალურია გარშემომყოფთა თვალში, თუმცა მათ მსგავსებას ყველა ადვილად ამჩნევს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის ნიშნებს უკეთ ესმით წყლის ნიშნების, ვიდრე პირიქით. ცეცხლი მეტად მიილტვის ჰაერისაკენ, ვიდრე პირიქით. ხოლო წყლის ნიშნები მეტად ეჩვევიან მიწის ნიშნებს, ვიდრე პირიქით. ამიტომაც ჰაერის ნიშნები არ უნდა გაბრაზდნენ წყლის ნიშნებზე იმის გამო, რომ მათ არ ესმით ჰაერის ნიშნების, ხოლო ცეცხლის ნიშნები მომთმენნი უნდა იყვნენ მიწის ნიშნების მიმართ, რამე თუ ამ უკანასკნელებს არ ესმით მათი ქედმაღლობის.
გარემოს აღქმის ერთგვარობით გამოირჩევიან ცეცხლისა და ჰაერის მამრობითი ნიშნები და მიწისა და წყლის მდედრობითი ნიშნები. აქედან, პირველი ჯგუფი მეტად აქტიურია, ხოლო მეორე – პასიური. უდავოდ ძალზედ ახლოსაა ერთმანეთთან ერთი სტიქიის ნიშნები.
ამერიკელი ასტროლოგის ენტონი ედვარდის წიგნში რეკომენდირებულია ადამიანმა თავიდან, სულ პირველი ურთიერთობა დაამყაროთ საკუთარი სტიქიის ნიშნის წარმომადგენელთან, მაგრამ ამას იმიტომ გვთავაზობენ, რომ ამერიკაში მიღებულია პარტნიორების ადვლად ცვლა, რაც ჩვენთვის ცოტა ნაკლებად მისაღებია. საქმე ისაა, რომ საკუთარი სტიქიის წარმომადგენლები დროთა განმავლობაში არასაინტერესო და მოსაბეზრებელი ხდება, ამიტომ ამ წყვილების იდეალურად გამოცხადება შეიძლება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მიუხედავად მათი კარგი ურთიერთგაგებისა.
ყველაზე მეტად აქტუალურია ამგვარი ქორწინება წყლის სტიქიის ნიშნებისათვის, რადგან ისინი ყველაზე ემოციურები არიან და ძალზედ ესაჭიროებათ ღრმა სულიერი თანაგრძნობა, ურთიერთგაგება და ეჩვევიან თავიანთ პარტნიორებს. საკუთარი სტიქიის წარმომადგენლებთან კავშირი ასევე კარგია ცეცხლის ნიშნებისთვისაც. რადგან მათთვის ძალზედ ძვირფასია საკუთარი დამოუკიდებლობა, რასაც სხვა სტიქიის ნიშნები ვერ იგებენ.
წყლის სტიქიის ნიშანთა შორის ხშირად გვხვდება თევზები – თევზების წყვილიც, რომელშიც პარტნიორები ცდილობენ გააძლიერონ ერთმანეთიც და საკუთარი თავიც. დანარჩენი ქორწინება ერთნაირ ნიშნებს შორის (სოლარული ასპექტის კავშირი) შედარებით იშვიათია.
კურო-კუროს წყვილმა შეიძება შეინარჩუნოს ოჯახი სახლის სიყვარულით, თუმცა მათი სიჯიუტის აღმოფხვრა ძალზედ ძნელია. ღრიანკალი ღრიანკალთან თითქმის ვერ თავსდება, რადგან ზედმეტად ახდენენ ერთმანეთის მობილიზებას. ეს კარგი თვისებაა ზოგიერთ შემთხვევაში საქმიანი ურთიერთობებისათვის, რადგან ორივე მიჩვეულია თავაუღებლად მუშაობას საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. ორი მომთხოვნი ქალწული ასევე იშვიათად წყვილდება, ისევე როგორც ორი კრიტიკოსი მშვილდოსანი. ორი თხის რქის წყვილი ეფუძნება იმ მატერიალური დოვლათის დაგორვებას, რომელიც მათი უზრუნველი სიბერის გარანტი იქნება. საკმაოდ ხშირია სასწორების წყვილს შორის ქორწინება იმავე მიზეზით, რაც თევზებს შორის – მათი არამდგრადობისა და ემოციური არასტაბილურობის გამო სხვა ნიშნების წარმომადგენლებისათვის მათი გაგება და მიღება ძალზედ ძნელია.
საკუთარი სტიქიის ნიშნებს შორის (ტრიგონის მიხედვით – იუპიტერიანული ასპექტი) ასევე არსებობს საუკეთესო წყვილები. ღრიანკალი თევზებზე ძლიერია, კირჩხიბი ღრიანკალზე დამოუკიდებელია, ხოლო თევზები – კირჩხიბის იდეალია.
ლომი შესაძლოა მოიხბლოს ვერძით, მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ცდილობს დაემსგავსოს მშვილდოსანს, ხოლო მშვილდოსანი თავს მოიაზრებს როგორც ლომი. კუროს ყველაზე მეტად აინტერესებს მოძრავი ქალწული, ქალწულისათვის მეტად ავტორიტეტულია თხის რქა, ხოლო თხის რქას იზიდავს კუროს ბუნებრივობა.
წლების შემდეგ, როდესაც კურო მეტად გამოავლენს თავის ვნებას, მიწის ნიშნების: ქალწულისა და თხის რქის რაციონალური ხასიათი ნაკლებად დააკმაყოფილებს მას.
ქალწულისა და თხის რქის ქორწინება ძალზედ დამიწებულია და შესაძლოა ისინი დაღალოს მატერილურმა პრობლემებმა. ჰაერის ნიშნებში სიმპათიის მოძრაობა ორიგინალური მერწყულიდან მეტად ჰარმონიული სასწორის მიმართულებით ვითარდება. სასწორებს მეტად ხიბლავს პრაქტიკული ტყუპების ფუსფუსი, ხოლო მაძიებელი ტყუპების იდეალი უახლოვდება მერწყულის გააზრებულ ინტუიციურობას. ამასთან უნდა დავსძინოთ, რომ ჰაერის ნიშნების ინტელექტუალურ კავშირს არ ჰყოფნის გრძნობათა სიღრმე.
ორი მონათესავე მდედრი და ორი მამრი სტიქიების ნიშნები, იმ წინააღმდეგობების გარდა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ერთმანეთს უკავშირდება ნიშანთა მეშვეობითაც (სექსტილის მიხედვით – ვენერიანული ასპექტი). ამასთან, ითვლება, რომ თითოეული ნიშანი თავის ნიშანთან ერთის გამოტოვებით განლაგებულ ნიშანაში ეძებს თავისთვის რაღაც სრულიად ახალს, ხოლო თავის წინა ერთით გამოტოვებულ ნიშნაში – თავის მონათესავე გრძნობას. მაგალითად, წყვილში კურო -კირჩხიბი, კურო ეძებს თავისნაირ გრძნობებს, ხოლო კირჩხიბი სრულიად ახალს, რაც თვითონ არ გააჩნია.
ამგვარად, ერთი ნიშნის გამოტოვებით არსებული წყვილები საკმაოდ ხშირად გვხვდბა. თუმცა მერწყული მეტად ეძებს ახალს მშვილდოსანში, რომელთან, გარდა ამისა მსგავსია ჰორიზონტთა გაფართოვებისაკენ ლტოლვით, ვიდრე ვერძში, რომელთანაც მსგავსია შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით. თხის რქა პირიქით – მეტად ცდილობს თავისი თავის დამკვიდრებასა და ამოცნობას მგრძნობიარე თევზების საშუალებით, ვიდრე ახლის ძიებას ღრიანკალში, რომელთანაც აკავშირებს ნოვატორობა, რომელიც საკუთარი თავიდან მომდინარეობს .
ერთის გამოტოვებით განლაგებულ ნიშანთა წყვილები ადვილად ეწყობიან ერთმანეთს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც არ ექმნებათ პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სტაბილური ქორწინებაა.
მომიჯნავე ნიშნების ქორწინება (ნახევრად სექსტილი – მერკურიანულ – ცერერული ასპექტი) არც თუ ისე სახარბიელოა, რამეთუ მომდევნო ნიშანს ახასიათებს მის წინ მდგომი ნიშნის უარყოფა.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორი წყვილი: კირჩხიბი – ლომის კავშირი, როგორც ერთმანეთის შემვსები მზე და მთვარე და თევზები – ვერძის წყვილი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, რომ თევზები სრულიად არ ჰგავს ძლიერი ცხოვრებისეული ენერგიის მქონე ვერძს, რის გამოც მხარს არ უჭერს ვერძის მუდმივი ბრძოლის სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ხშირი კავშირია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ყველაფერი იდეალურად აქვთ. ამ ორი ნიშნიდან არცერთი არ ცდილობს თავისი ხელით შექმნას ჰარმონია და მეტად ელოდებიან იმას, რასაც უბოძებს მათ გრძნობათა სტიქიურობა.
ერთი წრის – ჯვარედინის (კვადრატი – მარსიანული ასპექტი) ნიშნები ერთმანეთის მსგავსია სამყაროს ესთეტიკური ხედვისა და მისი გამოხატვის ერთგვარობით (მაგალითად, კურო და ლომი). ასეთი წყვილები კარგად თანამშრომლობენ შემოქმედებით ასპარეზზე და აქტიური ცხოვრების წესის დროს. მათში ჩადებულია ერთიანი მოძრაობის იმპულსი წინამორბედი ნიშნიდან მის შემდგომ ნიშნამდე. ამ ნიშნებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ საკმაოდ იდეალისტური დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრებისეული შემოქმედება შესაძლოა იყოს სრულიად მატერიალისტური. კარგი წყვილებია ლომი – ღრიანკალი, ღრიანკალი – მერწყული, თხის რქა – ვერძი, თევზები – ტყუპები, ტყუპები – ქალწული. ყველა მათგანი ერთიანი იდეის შემოქმედებითი კავშირებია. „კვადრატურული წყვილები” იშვიათად იშლება მანამ, სანამ საკმარისია რწმენა და სიმხნევის მარაგი.
სიყვარულის პირველი ღამევერძთან პირველი კავშირი ელექტროშოკს, მომნუსხველ ფეიერვერკს ჰგავს. კუროსთან პირველი ღამის გატარების შემდეგ საუცხოო საუზმე გელით. კირჩხიბთან პირველი ღამისთვის იდეალური ადგილი – მთვარის შუქით განათებული ტბის სანაპიროა... დაგაინტერესათ? მაშინ გაიგეთ, რომელი ჰოროსკოპის ნიშანთან გელით დაუვიწყარი პირველი ღამე.
ვერძითუ თქვენში სპორტული აზარტი ცოცხლობს, მაშინ თამამად შეაჩერეთ არჩევანი ვერძზე. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენმა პირველმა შეხვედრამ ვერძთან სპორტული შეჯიბრების უკომპრომისო წესების მიხედვით ჩაიაროს. ვერძის უკან დევნა და მისთვის დითირამბების მღერა დიდხანს არ დაგჭირდებათ – ეს მის სტილში არ არის. როგორც კი ეროტიკული სურვილი მცირე ნაპერწკალსაც გამოსცემს, თქვენი გმირის შეჩერება ძნელი იქნება.
მეგობრულად გაგაფრთხილებთ, რომ ვერძთან პირველი სიახლოვე შესაძლოა, იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ელოდით.
ვერძთან პირველი ღამე ელექტრულ განმუხტვას, მომნუსხველ ფეირვერკს შეიძლება შევადაროთ. ვერძისთვის ლოგინი ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე სასიყვარულო ნავსაყუდელი.
კურო
შეგვიძლია დაგარწმუნოთ: რაც შეეხება ეროტიკულ პიკანტურობას, კუროსთან არ წააგებთ. ის, რომ მისი სექსუალური ენერგია მაშინვე არ ვლინდება, კატასტროფა არ არის. კურო ჯერ უნდა მიეჩვიოს პარტნიორს იმისათვის, რომ სიყვარულის საერთო სიმფონიას მიეცეს.
ამის შემდეგ თქვენთვის შეიძლება აღმოჩენაც კი გახდეს ის, თუ როგორ ძალდაუტანებლად შემოგთავაზებთ ის საკუთარ თავს. პირველ ღამეს კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემო ჩვეული იყოს და არა უცხო. სიყვარულის სტარტისთვის მას საკუთარი ოთხი კედელი ურჩევნია ფეშენებელურ სასტუმროს ან ბუნების წიაღს. კუროსთან სასიამოვნო ღამის შემდეგ რომანტიკული საუზმე გელით.
ტყუპი
ერთი შეხედვით, ტყუპთან გატარებული პირველი ღამე შემთხვევითობას მოგაგონებთ. სამწუხაროა: მაინცდამაინც თქვენს სახლთან მოუნდა საბურავს დაშვება. ან კიდევ: დაიბნა და სულ დაავიწყდა, სად დარჩა საკუთარი სახლის გასაღები. სხვა რა გზა აქვს, თქვენთან უნდა გაათენოს ღამე. ეს ყველაფერი სიმართლეა თუ მორიგი შეთხზული ზღაპარი – ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება.
იმისათვის, რომ ტყუპი მოხიბლოთ, დაუცხრომელი ფანტაზია უნდა გქონდეთ. ხოლო ტყუპის მიდრეკილება ექსპერიმენტების მიმართ ყველას არ მოეწონება. სიახლეების შეცნობის მისი სურვილი დაუცხრომელია. ვიღაცისთვის ეს შეუფასებელი მონაპოვარი იქნება, ვიღაცისთვის კი – მიუღებელი.
კირჩხიბი
ნუ მოტყუვდებით კირჩხიბის გარეგნობით: დიდი, ბავშვურად გულუბრყვილო თვალების მიღმა შესაძლოა, სტაჟიანი ლოველასი იმალებოდეს. როგორც კი მოკრძალება და სიმორცხვე თავის საქმეს შეასრულებს, მაშინვე ამაღელვებელი მოვლენის დროც დადგება – რომელსაც ამჯერად შეიძლება ვუწოდოთ არა "პირველი ღამე", არამედ სიყვარულის "პირველი დღე" და ეს შესაძლოა, პირდაპირ თქვენი "მოკრძალებული" კირჩხიბის სამუშაო მაგიდაზეც მოხდეს.
ნამდვილად შეყვარებული კირჩხიბი მართლაც პატარა ბავშვივით იქცევა. ქალ თუ მამაკაც კირჩხიბს სურს, რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა გამოიცნოს მისი ყველაზე სანუკვარი სურვილი და დაეხმაროს მას, რომ ბოლომდე გაიხსნას.
კირჩხიბთან პირველი ღამისთვის იდეალური გარემო – რა თქმა უნდა, მყუდრო ადგილია, მაგალითად, მთვარით განათებული ტბის ნაპირი. უარეს ვარიანტში, შესაძლებელია, იყოს სანთლების შუქით განათებული ოთახი და სასიამოვნო მუსიკა. ასეთ რომანტიკულ ატმოსფეროში კირჩხიბი ნამდვილ ბედნიერებას შეიგრძნობს და თქვენც განგაცდევინებთ.
სიყვარული მისთვის – სიცოცხლის ჯადოსნური ელექსირია. პირველივე ღამიდან მისთვის ახალი, ერთობლივი ცხოვრება იწყება.
ლომი
ეს პირველი კლასის დადგმა იქნება! არ იდარდოთ, ამ დაუვიწყარ შოუში როლი თქვენც გერგებათ; თუნდაც მთავარი არა, მაგრამ მაინც... თუმცა სანამ ლომთან სარეცელს გაიყოფდეთ, ის თქვენს წარმოსახვას ბრწყინვალე უვერტიურით გააჯერებს. ლომი გიჟდება სასიყვარულო პრელუდიაზე.
ბუნებით ლიდერები საწოლშიც, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობენ – ეს განსაკუთრებით ძლიერ სქესს ეხება. რაც შეეხება მშვენიერ ქალ-ლომებს, პირველ ღამეს მათი გონება მხოლოდ იმით იქნება დაკავებული, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ პარტნიორზე. კატის მტაცებლური ინსტინქტები და კეკლუცობის მოჭარბებული უნარი, რომელიც ლომისთვის არის დამახასიათებელი, მართლაც კარგ შედეგებს გამოიღებს. მთავარია, ლომი ყველა მიზეზით და ძალიან ხშირად შეაქოთ: კომპლიმენტების მოსმენა – მისი სისუსტეა.
ქალწული
გსურთ, ქალწული ლოგინში შეიტყუოთ? მაშინ პირველ რიგში იმის დამტკიცება მოგიწევთ, რომ მხრებზე თავი გადევთ და პირადი ჰიგიენის საკითხებიც მოგვარებული გაქვთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გააჟღეროთ თქვენი ხორციელი სურვილები, თუ საკმარისად დაამტკიცეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუ თქვენი პარტნიორი – ქალწულია, მაშინ პირველი ღამის მიზეზი თავისუფლად შესაძლოა გახდეს გაცხარებული ინტელექტუალური კამათი.
პარტნიორში ქალწული მოხერხებულობას აფასებს. მას საკუთარი წარმოდგენა აქვს დადგენილ საზღვრებზე, რომლებსაც ქალწული არასოდეს დაარღვევს, განსაკუთრებით, პირველი სიახლოვის დროს.
სასწორი
დახვეწილი გემოვნება და ელეგანტურობა ძალიან ხშირად განსაზღვრავს სასწორის ინდივიდუალურობას, რომელსაც ვენერა მართავს. განსაკუთრებული მომხიბვლელობა, მაგნეტიზმი – აუცილებელი ინგრედიენტებია სასწორის მოსახიბლად.
ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასწორის დაპყრობა ადვილი არ არის. ქალი-სასწორი ძალიან გამჭრიახია. მის ირგვლივ, როგორც წესი, უამრავი თაყვანისმცემელია, რომელთაც ერთი სული აქვთ, ბოლომდე შეიგრძნონ სასწორის მომხიბვლელობა.
სასწორი არ გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით. ამიტომაც ნუ დაელოდებით, რომ ოდესმე ის გადადგამს პირველ ნაბიჯს.
სასწორს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს სანთლების შუქზე პირველი ინტიმური კავშირი. ასეთ ატმოსფეროში ის სწრაფად დაემშვიდობება თანდაყოლილ სიმორცხვეს. ამასთან, თუ სასწორს სასიყვარულო სიტყვებსაც უჩურჩულებთ, ჩათვალეთ, რომ პირველი ღამე შედგა.
მორიელი
არც ერთი სხვა ნიშანი არ ავლებს ისეთ მკვეთრ ზღვარს სიყვარულსა და სექსს შორის, როგორც მორიელი. ამ ნიშანთან ურთიერთობისას თქვენ მალევე მიხვდებით, მისთვის მართლაც ძვირფასი ხართ თუ, უბრალოდ, ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილების ობიექტი. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია პირველი ღამე.
მორიელის ცხოველური ინსტინქტები ზედმეტად ძლიერია და დროდადრო დაკმაყოფილებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, ერთი ღამისთვის სჭირდება პარტნიორი თუ სამუდამოდ, მორიელის შეფასების კრიტერიუმები ძალიან მაღალია.
სანამ მორიელი მთლიანად დაიპყრობდეს პარტნიორის სხეულს, მისთვის მნიშვნელოვანია მისი სულის შეცნობა. მორიელი – კარგი ანალიტიკოსია, რომელსაც შეუძლია წაიკითხოს თქვენი აზრები, მათ შორის, სექსუალური სურვილებიც.
მორიელისთვის პირველი ღამე – ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელიც სანახევროდ არასოდეს ჩაივლის. ის ეძებს თანასწორებს, რომელთაც შეუძლიათ დააცხრონ მისი ვნებები.
მშვილდოსანი
მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დიდი სიყვარულის მოლოდინშია? გირჩევთ, ამოიგდოთ თავიდან ეს სულელური აზრები მხოლოდ იმიტომ, რომ მშვილდოსანი და გრძნობის სიღრმე – ეს ორი ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ცნებაა. მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარულთა რიცხვში წერია და ის არასოდეს ჩქარობს, შეამციროს დისტანცია პარტნიორსა და საკუთარ თავს შორის. იმისათვის, რომ მშვილდოსანში ხორციელი სურვილი გააღვიძოთ, აუცილებელი არ არის, მას დითირამბები უმღეროთ. ეს მაინც არაფერს მოგცემთ: მას ან უნდა თქვენთან სექსი, ან – არა.
ამ ყველაფერთან ერთად, მშვილდოსანი – იდეალისტია, რომელშიც ინტერესს ყველაფერი ახალი აღვიძებს. თუმცა სიყვარულის თამაშების გარყვნილი ფორმების მიმართ ის გულგრილია. ძალიან ხშირად მამაკაცი-მშვილდოსნები პირველ პაემანს ქალს
--------------------
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!