#49510134 · 17 Dec 2016, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ სად ხართ, მოიცა მომავალი წლიდან ამოქმედდეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და კიდევ უფრო კატასტროფულად გაიზარდოს იმპორტის წილი, მერე ნახეთ დოლარის კიდევ უფრო მეტად გადინება ქვეყნიდან და პლუს ადგილობრივი წარმოების პარალიზება (სამაგიეროდ ღვინო გაგვაქვს კაცო <3 ).
თუ მსოფლიოში კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა დოლარის გამყარება და ყველა სხვა ვალუტის გაუფასურება, ერთადერთი ალბათ რაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ არის ლარის გაუფასურების ხელშეწყობა, რომ რამენაირად კონკურენტუნარიანი დარჩეს ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქციასთან. და თან იმ პირობებში, როცა ეს ქვეყნები ხელოვნურად მიმართავენ თავიანთი ვალუტების გაუფასურებას, რომ თავიანთი ექსპორტის წახალისება მოახდინონ.
ჩვენი პრობლემა იცით რა არის? ის, რასაც თავად მთავრობა უნდა აკეთებდეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ნაწილად აქცევდეს, თავისით, პოლიტიკის არ არსებობის პირობებში ხდება ახლა. რომელსაც როგორც იდეოლოგიურად, ისე სისტემურად სრულიად მოუმზადებელი ხვდება ქვეყანა.
ქვეყანას არ აქვს პრობლემა ვალუტის გაუფასურების გამო (პირიქით, ეს მისი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს თუ გვინდა ქართული წარმოება განვითარდეს), არამედ იმის გამო, რომ უფლება მისცეს ქვეყნის საბანკო სექტორს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ეწარმოებინათ და თავად წაეხალისებინათ დოლარში სესხის გაცემა, ვიდრე ლარში. ეს პოლიტიკა კი სახელმწიფოს ნორმალური პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ყველა ქვეყანა ცდილობს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას და ვალუტის გაუფასურების ინსტრუმენტს ამ პოლიტიკის ინსტრუმებტად იყენებს.
ამის გამო ეგ ბანკირები ციხეში უნდა იჯდნენ.
სხვა მხრივ, ინფლაციის მაჩვენებელი იმაზე დაბალია ქვეყანაში, ვიდრე უნდა იყოს. დახედეთ მონაცემებს. ფასების 5%-იან ზრდაზეა ეკონომიკა დაგეგმილი და ჯამურად, მაგდენსაც ვერ აღწევს ფასების ზრდა, რადგან ხალხი ღატაკია და ფულს ვერ ხარჯავს. და ეს პრობლემა რომ იქნეს დაძლეული, ამიტომაა საჭირო მაკროეკონომიკური გეგმა.
ჩვენი ეკონომიკა გავს ვენებ გადახსნილ ადამიანს, რომელიც ლიტრობით სისხლს კარგავს. სწორედ ამას ნიშნავს იმპორტის კატასტროფული ზრდა, ანუ მილიარდობით დოლარის გადინება ქვეყნიდან.
როცა მაკროეკონომიკური ხედვა არ გაქვს, რომლის ნაწილიცაა ვალუტის გაუფასურება ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის, ერთადერთი მექანიზმი გრჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ საკუთარი ქონების გაყიდვა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომ კარგი იყოს, ჩვენ უკვე აშენებული ქვეყანა ვიქნებოდით. ბოლო 3 წელია ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველ ადგილზეა საქართველო და ბოლო 15 წელია ერთადერთს რასაც ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს, ესაა პრივატიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მეტი საქმე მაგ უწყებას ფუნქციურად არ ქონია და არც აქვს.
იმის ნაცვლად,რომ ამ გადხსნილ ვენას ვუმკურნალოთ, ჩვენ უფრო ვხსნით მას.
სწორი თქვა პაპავამ, რომ გაიძახით ლარის გამყარებას, თან მაშინ როდესც თურქეთის ლირა გაუფასურდა და კიდე უფრო აუფასურებს მისი მთავრობა, რანაირად გინდა მერე საკუთრმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს ისედაც დეპინგურ ფასში შემოსულ იმპორტს?
ქვეყანაში ხალხი არის ღატაკი. მოხმარება მცირდება. პლუს, იწყება ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რანაირად უნდა გამოიწვიოს ვალუტის გაუფასურებამ ამ პირობებში ფასების კატასტროფული ზრდა?
დეფლაციურ პირობებში მართლა რანაირად აპირებენ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას საინტერესოა.
ნუ თუ ბანკებია ეკონომიკა, მაშინ კი.
იმის მაგივრად, რომ ზოგიერთი ბანკირი ციხეში იჯდეს, მაგათზეა მორგებული ეკონომიკა.
Mate Gabitsinashvili - პოსტი
ჭკვიანი ბიჭია , რას ფიქრობთ აბა თქვენ ხალხნო ?
|