http://binebi.info/?cont=9&id=49109&lang
⭐ თავისუფალი ადგილებია ბიჭებისათვის ლამაზ ბინაში, თვიურად 100$ + კომუნალურები უფასოა!
⭐ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: ქირავდება,
მხოლოდ მომუშავე ან სტუდენტ ბიჭებზე 100$-ად თვეში თითოეულზე - მთლიანობაში სულ სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა უნდა იცხოვროს ბინაში. ერთ ბიჭსაც შეუძლია საცხოვრებლად შემოსვლა. მნიშვნელოვანი და ყურადსაღები შეღავათია, ის რომ კომუნალური გადასახადები ყველასთვის ერთნაირად უ ფ ა ს ო ა! დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ტექსტი ბოლომდე -
დედაქალაქში სასტუმროსავით მოწყობილ ლამაზ ბინაში, სადღეისოდ თავისუფალია 3 ბიჭის ადგილი. ცნობისათვის: თითოეულ აქ მაცხოვრებელს პერსონალური კარადა (საკეტით), კომოდი და ფეხსაცმელების უჯრა, ასევე სააბაზანოში ჰიგიენური, პარფიურმერიული ნივთების შესანახი და სამზარეულოში სათავსო ადგილი პროდუქტების შესანახად, დამოუკიდებლად სხვებისგან, ყველამათგანს ცალ-ცალკე აქვს გამოყოფილი. ვრცლად ბინის შესახებ: 4-ოთახიანი, ჩეხური პრ. 5(9), 120 კვ.მ. კომფორტული, კეთილმოწყობილი, ყველაფრით უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების მხრივ დაცული ბინა, სრული კომფორტით: თანამედროვე ავეჯით, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სამზარეულო ტექნიკის მთლიანი აღჭურვილობით, კონდიციონერით, მაცივრით, გაზქურით, ორი სარეცხი მანქანით, ელექტროღუმელით და სხვადასხვა სამზარეულო ხელსაწყოებით, ჭურჭლით, ლოგინით, გათბობის და გაგრილების საშუალებით, ცხელი წყლით, შხაპით, სატელიტით (1050 არხი); მაღალ სიჩქარიანი, სწრაფი, ულიმიტო WiFi ან კაბელური ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობისთვის, ოთხივე ოთახში, კედელზე დაკიდული ტელევიზორით, იმავდროულად მისაღები ოთახი მოწყობილია სახლის კინოთეატრისთვის და დასვენებისთვის. სადაც შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ იცხოვროთ მშვიდ და მყუდრო გარემოში. განმარტებისთვის: ერთად-ერთი დამატებითი გადასახადია, მხოლოდ უწყვეტი ინტერნეტით სარგებლობაზე ყოველთვიურად 20 ლარი. კომენტარის სახით - საძინებელი ანუ ოთახი მარტო ძილისთვის (რადგან ნებისმიერ სხვა ოთახში შეუზღუდავად გადაადგილდებით და დაისვენებთ)
სამ ბიჭზეა მოწყობილი, საწოლები დაკომპლექტებულია განიერი და რბილი მატრასით, საბნით და გადასაფარებლით. ბინაში შემოგაქვთ მარტო თქვენი ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, პირსახოცი და პირადი ჰიგიენის ნივთები, სხვა არაფერი, რადგან ყველანაირი საჭირო ნივთი აქ ადგილზეა - გააკეთეთ შედარება.
შენიშვნა: ეს ბინა, ოჯახზე (ცოლ-ქმარზე) არ ქირავდება, რადგან მეპატრონე ერთი მამაკაცი ცხოვრობს ამავე ბინაში, ამიტომ სულ ორი ან სამი მდგმური ბიჭი, რომელიც მოწესრიგებულნი, სისუფთავის მოყვარულნი და ერთმანეთისთვის მისაღები იქნებიან, იცხოვრებენ ამ ბინაში ერთად, დამქირავებლის წესების სრული დაცვით, უწყინარ და თავისუფალ ვითარებაში, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) წესრიგში ქონით. ყურადსაღები ინფორმაცია გამქირავებლისგან: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მიერ ბინაში სხვა (უცხო) პიროვნების მოყვანა, თუნდაც სტუმრის სტატუსით (მშობლებისა და თავისი დედმამისშვილების გარდა) - კატეგორიულად დაუშვებელია! ბინა მდებარეობს მისამართით: მუხიანი (მეტრო "ახმეტელის თეატრთან" ახლოს), დუმბაძის გამზირის დასაწყისში. მსურველებმა დამირეკეთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სატელეფონო ოპერატორისგან. დაასწარით ქირავნობა სხვას - არჩევანი თქვენზეა!