iaiameri
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 18596
წევრი No.: 76357
რეგისტრ.: 28-November 08
|
#29311422 · 21 Jan 2012, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაცივებული გაზით” მოტყუებული ხალხი...
“მრიცხველი კილოვატებს ითვლის და არა ჰერცებს”
“ხალხი გაზში ფულს იხდის, გათბობით კი ვერ თბება”
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ენერგეტიკული პრობლემები. მართალია, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზრდილა, მაგრამ ეს მეტად საჭირო პროდუქცია მაინც უსაშველოდ “გაძვირდა”. მოსახლეობას მოხმარებულ ელექტროენერგიაში თუ ბუნებრივ აირში რატომღაც ჩვეულზე მეტი დანახარჯი მიუვიდა და ეს უმალ გახდა მსუყე ლუკმა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისათვის. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გაზის დანახარჯის გაზრდა გაზის სხვადასხვა აირით გაზავებას დააბრალა, ზოგიერთის ფანტაზია კი უფრო შორს წავიდა და ეს რებუსი მარტივად, გაზში ჰაერის შერევით ახსნა, ზოგიერთს კი გაზის კალორიულობაში შეეპარა ეჭვი. ერთი სიტყვით, ზუსტად ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ დაადგინა, რას ურევს გაზში მოსახლეობის გასატყავებლად ალქიმიკოსი “ყაზტრანსგაზი”... მართალია, ეს საკითხი ღიად დარჩა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გაზი, რომელიც ბოლო დროს მოსახლეობას მიეწოდება, შესაბამის სითბოს აღარ გამოყოფს, დანახარჯი კი, იცოცხლეთ, სოლიდურია. რესპონდენტმა, რომელმაც “გაცივებული გაზის” საიდუმლო გაგვიმხილა, ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმც ვიტყვით, რომ 50 წელი გაზმომარაგების სფეროში საკვანძო თანამდებობებზე მუშაობდა.
- სტანდარტი, როგორც წესი, არასოდეს ირღვევა, უბრალოდ არსებობს სხვადასხვა სტანდარტი. მაგალითად, ირანის გაზს 9000 კილოკალორია აქვს. რუსული, ყაზახური, აზერბაიჯანული თუ სხვა გაზი ირანულისას ხარისხით ბევრად ჩამორჩება. რუსეთისგან ნაყიდი გაზი სინამდვილეში სულაც არ არის რუსული. შეიძლება იყოს ყაზახური, თურქმენული. სისტემები ისეა არეული, ვერაფრით გაარკვევ, რომელი ქვეყნიდანაა შემოსული საქართველოში გაზი. აზერბაიჯანული, რუსული, თურქმენული თუ ყაზახური გაზი თითქმის ერთნაირი ხარისხისაა.
- მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, პარლამენტარებიც გამოთქვამენ ეჭვს, რომ გაზში რაღაცას ურევენ...
- ჩვენი პოლიტიკოსების საქმე ისეა, შენი არ იცოდე და ღმერთმა სხვისი არ გაგაგონოსო. 47 წელიწადია, ამ სფეროში საკვანძო თანამდებობებზე ვიმუშავე და არ მეგულება ისეთი კომპონენტი, რომელიც შეიძლება გაზში შეურიო და მან არაფერი გამოიწვიოს. ამას წინათ ერთი პოლიტიკოსი მიმტკიცებდა, ნამდვილად ვიცი, რომ გაზში ჰაერს ურევენო. ამისთანა სისულელე ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია, არადა ვერაფრით დავარწმუნე... მერე ტელეეთერშიც გაიმეორა. გაზში 4-დან 16%-მდე რომ ჰაერი შეერიოს, ხომ დაანგრევს მთელ თბილისს, 16-დან 75%-მდე შერევის შემთხვევაში ასეთი გაზი ხანძარსაშიში ხდება; თუ გაზში ჟანგბადის შემცველობა 75%-ს ზემოთ არის, მაშინ გაზი აღარც იწვის და აღარც ფეთქდება. ტექნიკურადაც გაზში რაიმეს შერევა წარმოუდგენელი რამ არის. ასე რომ, ეს სრული აბსურდია. თუ რომელიმე ინერტულ გაზს შეურევ ბუნებრივ აირში, მაშინ ის კალორიულობას ისე დაკარგავს, რომ ვეღარ აანთებ. ერთი სიტყვით, გაზში რაიმეს შერევა გამორიცხულია.
- მაშ რა არის იმის მიზეზი, რომ გაზი ძველებურად აღარ ათბობს და დანახარჯი კი სოლიდურია?
- გაზის “გაცივების” მიზეზზე, მგონი, შეგნებულად არ ლაპარაკობენ. რაღა ბევრი გავაგრძელო და, გაზის მომწოდებელი კომპანია სტანდარტს არღვევს. სტანდარტი მარტო კალორიულობას არ ითვალისწინებს. გაზი მოსახლეობას შესაბამისი წნევით უნდა მიეწოდებოდეს, როცა წნევა დაბალია, სითბური ენერგიის გამომუშავებაც ნაკლებად ხდება, არადა მრიცხველი იმავეს წერს, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტით გათვალისწინებული წნევით მიწოდებისას უნდა დაწეროს. აქ არის ძაღლის თავი დამარხული.
- გამოდის, ხელოვნურად აგდებენ წნევას, იმისათვის, რომ ნაკლებ დანახარჯში მეტი ფული აიღონ?
- საქმე ის არის, რომ მილები, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას გაზი მიეწოდება, გასული საუკუნის 60-იანი წლების მერე აღარ გამოცვლილა. ეს მილები გათვალისწინებული იყო დაბალ წნევაზე, ანუ მხოლოდ კერძის მომზადებაზე. იმ დროს გათბობა და ცხელი წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდებოდა ქალაქს. საქვაბეებისთვის ცალკე მილები იყო გათვალისწინებული, საწარმოებისათვის - ცალკე. მას შემდეგ, რაც ეს სისტემა მოიშალა, გათბობისა და ცხელი წყლის გამომუშავებაც ამ დაბალგამტარიან მილებს დააწვა. ზაფხულში ეს შესამჩნევი არ არის, ზამთარში კი, განსაკუთრებით ყინვის დროს, აშკარად საგრძნობი ხდება.
პრობლემა უფრო გლობალურია. ენერგეტიკა ქვეყნის ხერხემალია და მისი მიხედვა არავის უნდა. “ყაზტრანსგაზი” რომ მოსახლეობას ფულის გადახდას სთხოვს, თვითონ იცავს კი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს? რა სტანდარტით აწოდებს გაზს, შეამოწმა ვინმემ? თუმცა შემოწმებაც რა საჭიროა, ხომ აშკარაა, რომ ხალხი გაზში ფულს იხდის, გათბობით კი ვეღარ თბება. მგონი, ჰაერის შეშვებაზე ლაპარაკი ერთგვარი ფანდია, რეალურ პრობლემაზე რომ არ ამოიღოს ხმა არავინ. გაზის სტანდარტი მარტო მისი კალორიულობა კი არ არის, სტანდარტი შესაბამისი წნევით მიწოდებასაც ითვალისწინებს...
მთავარი პრობლემა წნევააა, დაბალი წნევა არასრულ წვას იწვევს, რის გამოც სითბოც ნაკლები გამოიყოფა, მრიცხველი კი მაინც ტრიალებს. ამიტომ მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს გაზის სტანდარტით მიწოდება. პიკის საათებში თითქმის წარმოუდგენელია გაზის წყლის გამათბობლის ჩართვა, წყალს არ აცხელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ წნევა არ ჰყოფნის, დაწერით კი იმავეს წერს...
იგივე შეიძლება ითქვას ელექტროენერგიაზეც. სტანდარტით მიწოდებული ელექტროენერგიის სიმძლავრე 50 ჰერცი უნდა იყოს, არადა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სიმძლავრე 30-40 ჰერცს არ აღემატება. მრიცხველი კი კილოვატებს ითვლის და არა ჰერცებს. ყველა ინვესტორი, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის სფეროში შემოვიდა, არაკეთილსინდისიერად ექცევა მოსახლეობას. მაიკლ სქოული რომ მიხვდა, რა არეულობაც იყო, გაატყავა სახელმწიფო. ერთ ბეწო მავთულებში ათასებს გვახდევინებდა. გასდიოდა და იმიტომ. სახელმწიფო პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, ხალხი მუდამ ასე მოტყუებული იქნება.
- რაიმე ბერკეტი თუ არსებობს ასეთი განუკითხაობის წინააღმდეგ?
- სამწუხაროდ არა. თუ არ გადაიხდი, გაზს და შუქს გაგითიშავენ და მორჩა... მოსახლეობას ისე ექცევიან, როგორც მოესურვებათ. ვიღაცას მრიცხველის ბიზნესი აქვს, მოსახლეობამ უნდა ზღოს... გაგიგონიათ, კაცს ავალდებულებდე, გინდა თუ არა მრიცხველი უნდა გამოცვალოო? თუ ჩემი მრიცხველი ვარგა და კარგია, რატომ უნდა გამოვცვალო? თუ გინდა, უკეთესი მრიცხველი მქონდეს, კი ბატონო, დამიყენე, მაგრამ ამაში ფული თავად უნდა გადაიხადო. ერთი სიტყვით, ამ სფეროში სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო. მარტო მოსახლეობა უძლურია...
ჩვენი რესპონდენტის სიტყვებში ეჭვის შეტანა მართლაც არ ღირს, მით უმეტეს, რომ ელექტროენერგიის სფეროშიც უკვე აშკარად გამოიკვეთა მაქინაციები. ამ ბოლო დროს მოსახლეობას ერთთვიანი ანარიცხის ნაცვლად 40-დღიანი ანგარიში მისდის. ბუნებრივია, ასეთ დროს ტარიფის ფასი იზრდება, რადგან 100 კილოვატენერგიაზე შედარებით დაბალი ტარიფი მოქმედებს, 100 კილოვატის ზევით კი ტარიფი ორი თეთრით ძვირია. “თელასში” თავს იმით იმართლებენ, რომ ასეთი შუალედებით დარიცხვის შემთხვევაში საშუალოს გამოანგარიშება ხდება და ტარიფსაც ამის მიხედვით ადგენენ. ესეც მოსახლეობის უფლების დარღვევაა. იქნებ 100 კილოვატის ხათრით სულ არ ვანთებ რამდენიმე დღე შუქს! სხვათა შორის, ბევრი ღარიბი ოჯახი ასეც იქცევა და “თელასი” მაინც საშუალო კოეფიციენტით დაანგარიშებულQ ქვითარს ჩრის ხელში!
P.S. ეს ის შემთხვევაა, როცა მოსახლეობის უფლების ასე ფეხქვეშ გათელვის გამო ხსენებულ კომპანიებს მაინც ვერაფერს დააკლებ. გამოგირთავენ და მორჩა...
ხათუნა პაიჭაძე
წერილი უნდა დადო თორე ლინკზე გადასვლა ეზარებათ ხოლმე
|