#49527512 · 19 Dec 2016, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხნო, მესმის რომ პოლიტიკური თემები და ლარის კურსი უფრო აქტუალურია, მაგრამ ვინც ხართ ისტორიაში კაი მცოდნენი, იქნება კაი, მუშურ გლეხური ენით დაწეროთ , რას წარმოადგენდა ალბანეთის სახელმწიფო საქართველოს მეზობლად? უამრავი სტატია წავიკითხე ინტერნეტში,ვიკიპედიაში და მაინც კარგად ვერ გავერკვიე ვინ იყვნენ ალბანელები? ქრისტიანობა მგონი სომხებზე ადრე მიიღეს. ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბევრი ალბანური კულტურის ძეგლია, აზერები იჩემებენ , ალბანელები ჩვენი წინაპრები იყვნენო.. სომხები ამტკიცებენ , რომ მაშტოცამ მისცა ალბანელებს ანბანი.))) ისტორიული წყაროების მიხედვით, ალბანეთის სამეფომ იარსება IX საუკუნემდე და მერე რანაირად დაიშალა? და კიდევ , ალბანეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა განიცადა არმენიზაცია, მეორე ნაწილმა ირანიზაცია? მაინტერესებს , ნუთუ ჩვენი გავლენის ქვეშ ვერ მოვიქციეთ? რომ სულ სომხური წარმოშობის დიდგვაროვნები მართავდენენ ალბანეთს? თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე სრულყოფილი ინფორმაცია, არ დაიზაროთ, დადეთ ლინკები
ვიღაცა გაიფიქრებს ჩემზე, მოცლილია და რა დროს ალბანეთია? კაროჩე ღადავის გარეშე დაწერეთ რა იცით ამ ქვეყანაზე?
--------------------
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны... არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი
|