ყარსის ხელშეკრულება დაიდო 1921 წლის 13 ოქტომებრს და ეფუძნებოდა რუსეთ-თურქეთის შეთანხმებას რომელიც გიმართა მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს. აქედან გამომდინარე საქართველომ დაკარგა ტავისი ისტორიული ტერიტორიები. გასაგებია რომ რუსები ოკუპანტეი და აგრესორები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ყველა გვერდს უვლიდა თურქების მოხსენიებას ინტერვეტად. თურქებიც ხომ შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე უნდა ჩათვლილიყვნენ აგრესორებად.დაახლოებიტ პოლონეთის ვარიანტი იყო გერმანია საბჭოთა კავშირმა რომ გაიყვეს. არადა თურქებზე ხმას არავინ ირებდა საინერესო სტატიას ვნახე. ამონარიდი.
''როგორც ცნობილია, 25 თებერვალს, დილით ადრე, ჟორდანიას მთავრობამ თბილისი დატოვა და დაჯავშნილი მატარებლით ბათუმისკენ გაემართა. ეს ქმედება გარეშე თვალისთვის გაუმართლებელი იყო, რადგან თბილისის მისადგომებთან - ტაბახმელაში, წინადღეს ქართულმა არმიამ რუსი ოკუპანტები უკუაქცია და ნელ-ნელა დაიწყო მზადება გადამწყვეტი შეტევისთვის. ცხადია, ასეთ დროს მთავრობის მიერ დედაქალაქის დატოვება ღალატის ტოლფასი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნოე ჟორდანიას სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა - ის მიიჩნევდა, რომ მთავარი იყო, ხელისუფლება ლეგიტიმურ ორგანოებს შეენარჩუნებინათ; შესაბამისად, მისივე აზრით, ბათუმში მთავრობა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს.
საქმე ისაა, რომ თითქმის მაშინვე, როგორც კი რუსულმა არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლახა და ცხადი გახდა, რომ მათ უმთავრეს მიზანს თბილისის დაკავება წარმოადგენდა, ნოე ჟორდანიას ათათურქის პირადი წარმომადგენელი, ე.წ. "კავკასიის ფრონტის" სარდალი, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშა დაუკავშირდა და გადასცა ოფიციალური ანკარის შეთავაზება: თურქული არმიის ნაწილები ქართველებთან ერთად დაუპირისპირდებოდნენ რუსებს; სანაცვლოდ, თბილისს თურქეთისთვის უნდა გადაეცა ართვინისა და არტაანის რაიონები, ბათუმის ნავსადგური და ამიერკავკასიის რკინიგზის ქსელის კონტროლის უფლება. ნოე ჟორდანიამ, რომელიც მიხვდა, რომ უკვე ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა და ფაქტობრივად, რუსსა და თურქს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, წითლებს ისევ ქემალისტები ამჯობინა და ქარაბექირ-ფაშას წინადადებას დათანხმდა. 1921 წლის 23 თებერვალს, გვიან საღამოს, ქარაბექირ-ფაშასა და ნოე ჟორდანიას შორის სატელეფონო საუბარი განმეორებით შედგა. საფიქრებელია, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჟორდანიამ თბილისის დატოვება.
25 თებერვალს, როდესაც წითელი არმია თბილისში შევიდა, მისმა სარდლობამ უკვე იცოდა, რომ ჟორდანია ქალაქიდან წასული იყო და ბათუმისაკენ მიიჩქაროდა. თბილისში მყოფმა ქართველმა რენეგატმა სერგო ორჯონიკიძემ სწორედ ამ დროს მიიღო სტალინისგან საიდუმლო ბრძანება - სასწრაფოდ დასწეოდნენ საქართველოს მთავრობას და ეიძულებინათ მისი მეთაური, კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ამით კი, სხვათა შორის, წითლებს იმის უფლებაც მიეცემოდათ, რომ ბათუმი თურქებისათვის არ დაეთმოთ, რამდენადაც ლეგიტიმური ხელისუფალნი ისინი ხდებოდნენ და მთელი საქართველოს ბედ-იღბალი მათი გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო.
მავდროულად, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშას ჯარის ნაწილებმა, მოლაპარაკების თანახმად, გადაკვეთეს ართვინისა და არტაანის რაიონების საზღვრები და მოკლე ხანში, გასროლის გარეშე დაამყარეს მათზე კონტროლი. ქართული სასაზღვრო ჯარი ქარაბექირ-ფაშამ განაიარაღა'
'http://gza.ambebi.ge/qveyana/istoriis-labirinthebi/1408-rogor-damyarda-sabtcotha-khelisufleba-bathumshi.html
ანუ რა გამოდის, ჟოდანიამ გადასცა თურქებს ბათუმის ო;ქი, ართვინის და არტაანის რეგიონები იმის სანაცვლოდ რომ თურქები რუსების წინააღმდეგ დაეხმარებოდნენ და ეს ჯერ კიდევ 25 თებერვალს , სანამ თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები შედგებოდა 16 მარტს მოსკოვში და ყარსის ხლშეკრულებამდე რომელიც უკვე 13 ოქტომბერს შედგა იმავე წელს.
აქ ისტორიის მცოდნეები არიან და ეგება რამე ინფო გქონდეთ ეს მართლა ასე იყო? თუ ასეა მალადეც ჟორდანია.