#49525612 · 19 Dec 2016, 18:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, იქმნება ახალი უძრავი ქონების სააგენტო, რომლის ძირითადი სერვისები იქნება: ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება-გაგირავება, და ამ კომპანიისთვის გვჭირდება სრულყოფილად გამართული საიტი და გვაინტერესებს თქვენთან რა დაჯდება ეს ყველაფერი. ზუსტ ფასს თუ ვერ გვეტყვით დაახლოებით მაინც გვითხარით, წარმოდგენა რომ შეგვექმნას რა ხარჯებთან გვაქვს საქმე. ფასი შეგიძლიათ ორ ვარიანტში მოგვწეროთ: 1) სრულიად 0-დან ახალი დიზაინის და საიტის შექმნა. 2) შესაძლებელია უკვე არსებული დიზაინის(თუ გაქვთ რაიმე ვარიანტი) გადაკეთება. ფუნქციებს რაც შეეხება, გვინდა ყველა ის ფუნქცია ჰქონდეს, რაც "მაიჰოუმს" აქვს. სმს სისტემა არაა აუცილებელი და რუსული ენა, დანარჩენი კი, ანალოგიური სრულყოფილი ძებნა უნდა იყოს, მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ განცხადების განთავსება(მხოლოდ მოდერაციის გავლის შემდეგ უნდა იდებოდეს საიტზე), გადახდის სისტემაც ვიზა/მასტერქარდით და დანარჩენი დიზაინს რაც შეეხება დიზაინერისთვის მიგვინდია.
პ.ს ძაან გაბერილ ფასებსაც ნუ შემოგვთავაზებთ, დამწყები ბიზნესისთვის გვჭირდება და მაინცდამაინც ვერ გაგამდიდრებთ.
--------------------
Kaka <33
|