კრემლის უკმაყოფილების მიუხედავად
ისრაელი გაანდაგურებს რუსულ სამხედრო ტექნიკას სირიაში
http://www.tzona.org/post/kremlis-ukmayofi...qnikas-siriashiოფიციალური თელ-ავივის განცხადებით მათ არ აწუხებთ რუსეთის უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის საჰაერო-სამხედრო ძალები გაანადგურებენ რუსეთის სამხედრო ტენიკას სირიაში, რომელსაც იგი გეგმავდა გადაეცა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ჰიზბალასთვის. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა "ისრაელ7"-ი.
მე, ნაკლებად მაწუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს საშინელი რეაქცია"-განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მოშე იაალონი განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას შეაიარაღოს ისრაელის მტრები და საფრთხის ქვეშ დააყენოს ისრაელის უსაფრთხოება.
"იგი, ვინც შეეცდება შეაიარაღოს ჩვენი მტრები, უნდა იცოდეს, რომ იგი გადაკვეთავს "წითელ ხაზს". ჩვენ არავის მივცემთ ნებას, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება. მზად ვართ ნებისმიერ დროს გავანადგუროთ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია",-განაცხადა მან.