საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე არხის რეორგანიზაციაზე და გადაცემების შესაძლო დახურვაზე გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა და ორშაბათს დაგეგმილი პრესკონფერენცია დაანონსა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.
შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?!
დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!
თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს, 12 საათზე, როგორც დაანონსებული გვქონდა, ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არხის ხელმძღვანელობა გადაცემას “რეალური სივრცე” ხურავს. ინფორმაცია კოალიციამ “მედია ადვოკატირებისათვის” გაავრცელა. რასაც მაღლაფერიძემდე მისი მრჩეველი ია ანთაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაცემას არავინ ერჩის.
http://dro.ge/ვასილ-მაღლ...
This post has been edited by აბლაბუდა1935 on 4 Feb 2017, 00:14