სალამი მეგობრებო,
მოკლედ ესეთი ამბავია, 25 დეკემბერს იგეგმება 1 დღიანი ფოტო-ტური ბაკურიანში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც გაქვთ ფოტოაპარატი და დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი, დამწყები, მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები.
ფოტო-ტურში მონაწილეობენ უცხოელი და ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფები, ჩანადირი, ამო.
განრიგი ესეთია: დილას გავდივართ თბილისიდან ბაკურიანის მიმართულებით, ბაკურიანში რომ ჩავალთ პირველი გაჩერება იქნება რკინიგზის სადგური, სადაც ახალ "კუკუშკასთან" გადავიღებთ და თუ სურვილი გვექნება შეგვიძლია გასეირნებაც მოკლე მანძილზე

შემდეგ წავალთ საჭმელად რესტორანში კარგად შევჭამთ გადავიღებთ რესტორნის ვერანდიდან ხედებს და გავემართებით ბაკურიანის პარკში სადაც არის ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიება, იქ დაგვხვდება: (უფასოდ) გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, ყინულის უზარმაზარი ქანდაკება რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდება, მერე 1000 ცალ ბუშტს გავუშვებთ ჰაერში, დავესწრებით ბენდი ქიმერას კონცერტ,ს რომელიც ძალიან მაგარ "ქავერებს"უკრავს, ბოლოს იქნება საოცარი ფოიერვერკი რომლის გადაღებაც იქნება ძაან საინტერესო long exposure-ით და დავბრუნდებით თბილისში.
ფინანსდება ტრანსპორტირება (თბილისი-ბაკურიანი-თბილისი) და კვება, დილას ლანჩბოქსები და შუადღეს რესტორანი.
მოკლედ ესეა, გელოდებით მსურველებს ან ნომერზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 593 039 039.
This post has been edited by meadmen on 22 Dec 2016, 15:13