იუნა კიმ (კორ.: 김연아; დ. 5 სექტემბერი, 1990) აღმოსავლური სახელისა და გვარის მიმდევრობით კიმ იუ-ნა ან კიმ იონ-ა — სამხრეთ კორეელი მოციგურავე. ცნობილი თავისი მრავალმხრივ სრულყოფილი უნარებით, მიღწევებით, პოპულარობითა და გავლენით სპორტში. სამხრეთ კორეაში ყველაზე აღიარებული ათლეტია და მიჩნეულია ფიგურული სრიალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოციგურავედ, ზედმეტსახელით “დედოფალი იუნა”.
yunakimfan
https://www.youtube.com/shorts/ymnnabAJmjoYuna Kim - Motivational Video
https://www.youtube.com/watch?v=ycWZLvRIM_o
......................................................
* * *
წართმეული ოქროს მედალი: "ეჭვობდნენ, რომ რუსეთმა შედეგები გააყალბა...
იუნამ ამის შემდეგ კარიერა დაასრულა" - "ყინულის დედოფლის", კორეელი იუნა კიმის საიდუმლოებით მოცული ამბავი
https://marao.ge/article/35166-cartmeuli-ok...-moculi-ambavi/
“ყინულის დედოფალი“ - იუნა კიმი კორეაში ფიგურული სრიალის ეროვნული ხატია. იგი პირველი სპორტსმენია,
რომელმაც სამხრეთ კორეას ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოუტანა.
2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნა კიმმა მოკლე პროგრამაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი დაამყარა 76,12 ქულით, მსოფლიოს საუკეთესო რეკორდი. იუნა კიმი გახდა ერთადერთი, ვინც მსოფლიო ფიგურულ მოციგურავეებს შორის 8 ქულაზე მეტი დააგროვა პროგრამის კომპონენტთა ქულებში. კიმმა მსოფლიო რეკორდი კვლავ დაამყარა 228,56 ქულით, ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე. 2010 წლის 12 ივლისს UNICEF-მა იგი დანიშნა საერთაშორისო კეთილი ნების უახლეს ელჩად. 2010 წელს კი კიმი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ოქროს მედლის შესანარჩუნებლად მან 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზეც იასპარეზა, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა...
მას შემდეგ, რაც ბევრმა მის შესრულებას „უნაკლო“ უწოდა, მსაჯებმა სამხრეთ კორეელ მოციგურავეს საკმარისი ნიშნები მხოლოდ ვერცხლის მედლისთვის მიანიჭეს. ოქროს მედალი კი რუს მოციგურავე ადელინა სატნიკოვას გადაეცა. მეორე დღესვე 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას გამოძიების დაწყების მიზნით. ისინი ეჭვობდნენ, რომ რუსეთის ფედერაციამ შედეგები გააყალბა.
გამოძიება არ დაწყებულა. ვერცხლის მედლის მიღების შემდეგ კი კიმმა კარიერა დაასრულა.
.........................
This post has been edited by Катеньки on 12 Sep 2025, 13:10