„ჯეოსელში“ ქსელის გათიშვის მიზეზს განმარტავენ"ჯეოსელის" ქსელი დაახლოებით 2 საათია ნაწილობრივ გათიშულია. კომპანიის აბონენტთა ნაწილი ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ვერ აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვერ ამოწმებს ბალანსს.
როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს „ჯეოსელში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
"ეს სამუშაოები რამდენიმე ეტაპიანია. აბონენტებმა ამის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა დაფიქსირებულიყო", - აღნიშნეს "ჯეოსელში".
კომპანიის განმარტებით, ”ჯეოსელის” აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას ერთ საათში შეძლებენ. კომპანია აბონენტებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...anmartaven.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo