#49553990 · 23 Dec 2016, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ დარბაზში, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გახსნა.
_oგამოფენა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“, ასოციაცია „ანიკას“, მედიაჰოლდინგ „კვირას“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. წარმოდგენილი იყო კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებისა და ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების მიერ დამზადებული სათამაშოები. მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები, ოთახის სანათები, საათები და სხვადასხვა აქსესუარი.
ფოტოკოლაჟი :http://www.city.kvira.ge/2016/12/22/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%A3/
|