გუდაურში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა. გახსნაზე საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფებოდა. მისი თქმით, გუდაურის განვითარება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გაგრძელდება.
Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგიროს გახსნაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ინვესტიციების მოცულობაც გაიზრდება.
"2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ეს იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული მაცხოვრებლისთვის. იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია. თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული. სავსე ვარ ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, დიდი მომავლის საფუძველი იქნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
http://rustavi2.com/ka/news/64110