შალვა რამიშვილსა და ტელეკომპანია “იმედს” შორის საქმიანი ურთიერთობა დასრულებულია. ამის შესახებ რამიშვილი ფეისბუკზე წერს:
“იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა.
დღეს იმ კომპანიამ რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს “2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას” . კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ” , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.
ვაპირებ ვითარების გარკვევას”, – წერს რამიშვილი.
შალვა რამიშვილი “იმედამდე” პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში. შალვა რამიშვილს გარდა “იმედის” უმუშავია ტელეკომპანია “მაესტროზე”, 202-ზე, რადიო 105-ზე.
http://netgazeti.ge/news/106127/