Grichikaშტატებში საკმაოდ სხვანარაიდ უყურებ საავტორო უფლებების დარღვევას.
თუ შენ შეძელი გაავრცელე რომელიმე პიროვნების ან კომპანიის საავტორო უფლების ქვეშ არსებული რაიმე ფაილი (ფილმები, სერიალები, ალბომები და ა.შ.) მაშინ რა თქმა უნდა კომპანიას შეუძლია გიჩივლოს შენ. თუმცა გააჩნია თავად კომპანის სად იქნება დაფუძნებული, მაგალითად აშშ-ში მყოფი კომპანია იქ გიჩივლებს შესაბამისად საქართველოში არ მოხდება საქმის განხილვა, და თუ შენ თავს აარიდებ სასამართლოში გამოცხადებას არც ეგ იქნება პრობლემა რომ შენც გარეშე გამოიტანონ გადაწყვეტილება.
მაგრამ არამგონია იმხელა შესაძლებლობა გქონდეს რომ დიდი ზარალი მიაყენო რომელიმე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მისი საავტორო უფლების ქვეშ მყოფი ფაილის გავრცელებით.
ისე ჩვეულებრივი საავტორო უფლების დარღვევისას როცა დიდი ზარალი არავის მიადგა, ამ შემტხვევაში ჩვეულებრივ ერთ-ერთი სამართლებრივი აქტის საფუძველზე - DMCA სარჩელი აღიძვრება, რომლითაც საავტორო უფლების მქონე მიმართავს იუთუბს, ვიმეოს და ასე შემდეგ და მოახდენს მის ამოღებას კონკრეტული პლატფორმიდან ამიტომ ეგ კონტენტი წაიშლება თუ შენი ნებით არ წაშლით თავის ვადებში.
აგერ ერთ-ერთი ქეისი (Viacom V Youtube (Google))როდესად უშველებმა კოპმანიამ უჩილვა იუთუბს რადგან ვიღაცამ იუთუბით გაარცევლა მისი საავტორო უფლების ქვეშ მყოფი ფილმები და ამით დიდი ზარალი ნახა კომპანია, მაგრამ სასამართლ აღნიშნა რომ იუთუბი (შესაბამისად მისი მფლობელი კომპანია - გუგლი) არის მხოლოდ მესამე მხარე რომელიც აძლევს საშუალებს სხვებს ერთმანეთს გაუზიარონ ვიდეობი, ამიტომ გუგლის არანაირი ბრალი არ ჰქონდა ამ შემთხვევაში და სთხოვა მომჩივან კომპანიას ეჩივლა კონკრეტული პირისთვის ვინც ეს ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა -
https://cyber.harvard.edu/people/tfisher/cx/2012_Viacom.pdfეს კი DMCA - სამართლებრივი აქტი რომელიც საავტორო უფლებებს არეგულირებს შეერთებულ შტატებში -
https://www.copyright.gov/legislation/dmca.pdfგადახედე თავად და ნახე რაიმეს ხომ არ არღვევ.
პს. ახლა შევხედე თემის სათაურს - "დაჭერა" ნებისმიერი იურიდიული პირის ძალებს აღემატება, მითუტეს იუთუბის ძალებს განსაკუთრებით. თუ კომპანიამ გიჩივლა მაშინ გიჩილევს სავარაუდოდ მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ ჭრილში რომ მიყენებული ზარალი აუნაზღაურო.
ხოლო თუკი გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება დაიწყოს გამოძიება მაგრამ გამოძიებაც და სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ პროკურატურის პრეროგატივაა და ვერავინ სხვა ვერ მოახერხებს შენს დაჭერას.
ინტერნეტში უფლებების დარღვევის მხრივ ორი რამ გვაქვს ჩვენ ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში
1) სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლი რომელიც საავტორო უფლებების ხელყოფის გამო ადგენს სასჯელს
2) სისხლის სამართლის კოდექსის 284/86 მუხლები რომლებიც კიბერდანაშაულის გამო ადგენს სასჯელს.
საინტერესოა რას არღვევ ასეთ რომ მიგაჩნია ვინმე ამის გამო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს ?
This post has been edited by Skinheada on 23 Dec 2016, 22:47