#51256319 · 2 Sep 2017, 02:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი თუ დაკვირვებულხართ მაგრამ, საკმარისია ფიქრი დაიწყო ცნობიერად თუ როგორ გააკეთებ ინსტინქტურ/რეფლექსურ მოქმედებას რომ დიდი ალბათობაა არაბუნებრივი გამოვიდეს. მაგალითად: ცეკვა, სირბილი, ლაპარაკი, ფიქრი, სუნთქვაც კი. ხშირად მქონია შემთხვევა მაგალითად (ოღონდ მცირე დროით, რამდენიმე წუთი ალბათ) რომ, დამიწყია სუნთქვის კონტროლი ცნობიერად (გარკვეულ დონეზე) ხოლო სანამ შევეცადე რომ არ მეფიქრა ანუ ცნობიერად არ ჩავრეულიყავი სუნთქვის პროცესში, ეს ვერა და ვერ მოვახერხე, საბოლოოდ კი თავისით გადავიდა უბრალოდ ყურადღება და ისევ ინსტინქტმა/რეფლექსმა აიღო კონტროლის ფუნქცია სრულად, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ხოდა რა ფენომენია, რა ქვია, ცნობიერების ინსტინქტურ/რეფლექსურ მოქმედებებში ჩარევა? ან როგორ შეიძლება ამის კონტროლი, რომ იქ არ აფათუროს ხელი ცნობიერებამ სადაც არაა საჭირო?
პ.ს. "შეკითხვები ფსიქოლოგთან" თემაში არ გავხსენი ეს თემა, არ პასუხობენ ხშირად და განვრცობა მაინტერესებს თუა შესაძლებელი, ისე კი უფრო სახელი მაინტერესებს ამ ფენომენის, მერე მეთვითონ დავსერჩავ.
This post has been edited by simebi on 2 Sep 2017, 02:59
--------------------
Fuck universe :)
|