გამარჯობა. აგარაკზე ვფიქრობ მანსარდის შეფუთვას თავისი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით. ვეძებ გამოცდილ ხელოსნებს ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენტილაცია სახურავსა და მასალას შორის რომ არ მოხდეს კონდენსატის დაგროვება და რა თქმა უნდა სტეკლო ვატა და მსგავსი მავნე მასალებისგანაც მინდა თავი ავირიდო. (თუმცა კნაუფის მინაბამბას აქებენ... არ ვიცი) ამიტომ ვეძებ კომპეტენტურ ადამიანებს ვინც ამას ხელს მოკიდებს და აქვე მეტყვის ფასს

გმადლობთ წინასწარ

აი ფოტოებიც... დიდი არაფერია მაგრამ ხარისხი გულს ყოველთვის ახარებს
მიმაგრებული სურათი