მე მგონი მხოლო მე არ ვარ ამ კითხვით ჩაფიქრებული.
ნელნელა ახლოვდება ბაღების გაშენებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების სეზონი, ზოგიერთ ჩვენგანს კი ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც ახლოს იქნება მის კომერციულ მოლოდინებთან.
ზოგადად ქართველები და არამარტო ჩვენ, სულსწრაფები ვართ ბიზნესში დაბანდებული ფულის უკუგებასთან დაკავშირებით.
ამიტომ თავიდანვე სჯობს გავანაალიზოთ, რომ არც თხილი და არც კაკალი არ მიეკუთვნება იმ ბიზნესს რომელიც ხვალვე მოგვცემს შემოსავალს. ჯერ ის კარგა ხანი მოითხოვს ცალმხრივ ინვესტიციას, შემდგომ კი პირიქით.
მოდით ვიმსჯელოთ და შევადაროთ ეს ორი სახეობა კომერციული კუთხით რომელი უფრო მომგებიანი იქნება, დავეხმაროთ ერთმანეთს და სხვა ახალბედებსაც ინფორმაციის დაზუსტებაში.
პირადად მე ბევრ ლიტერატურას გავეცანი და ეხლაც ვეცნობი, ვიყავი რამდენიმე სანერგეში ვკითხე რჩევები, დავრგე საცდელად რამდენიმე ძირიც რადგან მოვმზადებულიყავი შემდგომში ბიზნესში ჩასართველად თუმცა ეს მხოლოდ კაკალს ეხებოდა, თხილთან დაკავშირებით ამდენი სამუშაო ჯერ არ გამიწევია მაგრამ ამასაც ვაპირებ.
დავიწყებ კაკლით, კერძოდ ჩანდლერი, რომლის გარშემოც ბოლო წლებია დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, გაკეთდა მრავალი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციაც, თუმცა მისგან მიღებული შემოსავლის მქონე პირის ნახვა ჯერ არავის ღირსებია.
რაც შეეხება თხილს, ის საქართველოში დიდი ხანია ფეხმოკიდებულია, გასაბჭოების შემდგომ რაღაც პერიოდი მისი პოპულარიზაცია შენელდა საქართველოში, თუმცა 90 იანი წლების მეორე ნახევრიდან კვლავ აქტიურად დავიწყეთ გაშენება. დღეს მისი კომერციული ღირებულება მეზობელი ქვეყნის მოსავალსა და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, არის წლები როცა ზედმეტად კმაყოფილია ფერმერი, თუმცა მეტწილად უკმაყოფილო.
მოვკიდოთ ხელი კონკრეტულ მაგალითს.
კაკალი 1 ტონა და თხილი 1 ტონა შემოსავლით თითქმის ერთმანეთს უტოლდება, მოსავლის აღების დასაწყისში, საუბარია 4 ლარიან ნიშნულზე, როცა ეს კაკლისთვის დაბალი, თხილისთვის კი საკმაოდ მაღალი ფასია, მაგრამ დავტოვოთ ასე.
კარგით ვთქვათ ეს შემოსავლები ტოლია, მაგრამ ვთვლი გამოცდილების არ ქონის გამო კაკლის ამ ჯიშის მოყვანას გარკვეული რისკები ახლავს, როცა თხილი მოყვანა უკვე ნაცნობი ამბავია, მითუმეტეს დასავლეთ საქართველოში.
ეს იყოს ზოგადი მიმოხილვა, ამით დავიწყოთ, კონკრეტიკაზე კი ერთად გადავიდეთ, რა ჯიშები სჯობს თითოებული მათგანისთვის გასაშენებლად, რა ფართობზე როგორ შენდება, რომელს მეტი ძალისხმევა ესაჭიროება ფინანსური და ფიზიკური და ა.შ.
მე მაგალითად ვნახე 17 წლის ფრანგული კაკალი, რომელსაც შარშან 70 კგ ესხა, წელს კი 100 ელოდებიან, თუმცა 17 წელი დიდი დროა.
საშვილიშვილო საქმედ კი ღირს და სახელის დასატოვებლად
ველი თქვენს კომპეტენტურ გამოხმაურებებს...