უკრაინის უშიშროების სამსახური: ნადეჟდა სავჩენკო დაკითხესუკრაინის რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს,-ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ გრიცაკმა ტელეარხ „112 უკრაინის“ გადაცემა Hard Talk-ში განაცხადა.
მისი განმარტებით, უშიშროების სამსახურის მიერ დაკითხვაზე დაბარების შემდეგ, სავჩენკომ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როგორც გრიცაკმა აღნიშნა, რომ მას სავჩენკოს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ ლიდერებთან შეხვედრასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
„ არ არის ნორმალური, როდესაც რადას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი წარმომადგენელი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მობილურ ტელეფონს გაშიშავს და საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს“,-განაცხადა გრიცაკმა.
ტელეარხ „112 უკრაინას“ ინფორმაციით, ნადეჟდა სავჩენკო 12 დეკემბერს დაკითხეს.
liga.net-ის ცნობით, ნადეჟდა სავჩენკო 7 დეკემბერს "ფარულად ეწვია მინსკს", სადაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რეპუბლიკების” ხელმძღვანელებს ალექსანდრ ზახარჩენკოსა და იგორ პლოტნიცკის შეხვდა.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით, ბელარუსში რუსეთის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული“.
16 დეკემბერს, უკრაინულმა პარტია „ბაკივშინამ“ დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პარტიიდან გარიცხა.
22 დეკემბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ დეპუტატი, ნადეჟდა სავჩენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციიდან გარიცხა.
http://www.ipress.ge/new/55887-ukrainis-us...henko-dakitkhes