დღეს ვიპოვე აი ესენი -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29620 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1679424კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ...პირველი ეხება ტელევიზიასა და რადიოს და მანდ სიტყვა "ფორუმი" ნახსენები არ არის საერთოდ. ხოლო მეორეში არიან ისეთი ტერმინები, როგორიცაა "კიბერსივრცე", "კიბერშეტევა" და ა.შ..
ცხადია კიბერშეტევაში იგულისხმება ჰაკერობა, ე.წ დდოსი და მსგავსი რაღაცები.თუ ფორუმის მონაწილე კომპიუტერის გამოყენებით შეეცდება საიტის გატეხვას ან მსგავსი მოქმედებების განხორციელებას, ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც კომპიუტერული დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავით.გარდა მაგ თავისა სსკ-ში არსებობს ასევე 158-ე და 159-მუხლები.
ისე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა რეგულირდება სამოქალაქო სამართლით.პირებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც კანონით აკრძალული არ არის, ანუ თავისუფლად შეგიძლია გახსნა ფორუმი ან სხვა შინაარსის საიტი.იუზერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ინტერნეტშიც მოქმედებენ ადამიანის ძირითადი უფლებები...თუ მაგალითად ვინმე ფორუმზე დაიწყებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ა.შ, მერე მასთან მივლენ კაცები შავში და ველქამ თუ ნიუ ლაიფ...თუ პირი ინტერნეტით სხვას ემუქრება მოკვლით და ამ უკანასკნელს გაუჩნდება საფუძვლიანი შიში იმისა, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება, მაშინ ეს ფაქტიც შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, კერძოდ მუქარა(სსკ-ის 151-ე მუხლი)...მუხედავად იმისა, რომ ეს ასეა, ფორუმს მაინც უნდა ჰქონდეს თავისი "კანონმდებლობა".არც ერთ ნორმატიულ აქტში არ წერია, როგორ უნდა შევცვალო ავატარი, როგორ უნდა გამოვიყენო ე.წ ბბ კოდები და ა.შ..