
ზოგადი ინფო:
D12 (ასევე ცნობილი როგორც:
D-12, The Dirty Dozen, D-Twizzy და Detroit-Twelve) — ამერიკული ჰიპ ჰოპ ჯგუფი დეტროიტიდან, აშშ.
ჯგუფის ალბომები სხვადასხვა დროს მოქცეულა ამერიკული, ბრიტანული და ავსტრალიური ალბომების ჰიტ-აღლუმების სათავეებში.
მართალია, ჯგუფი 1990 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მეინსტრიმულ წარმატებას მათ მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როცა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ემინემი მსოფლიომ გაიცნო. მანამდე, D12 მხოლოდ რეპის ანდეგრაუნდის სცენას ემსახურებოდა.
დაწვრილებით ინფო:
პროექტი „D12“ 1990 წელს, მიჩიგანის შტატში, დეტროიდში დიშონ ჰილტონმა (რომელიც ატარებს სახელს „Proof“) შექმნა. მოგვიანებით მას ხუთი მუსიკოსი შეუერთდა: Bizzare (რუფუს ჯონსონი), ემინემი (მარშალ ბრუს მეტერს მესამე), Eiy Kyu, Fuzz და Killa Hawk. ჯგუფი სექსტეტად ჩამოყალიბდა და მასში მონაწილე თითოეული მუსიკოსი ფსევდონიმით მოღვაწეობდა.
მალე ჯგუფი ცდილობს სადებიუტო ალბომი ჩაწეროს, მაგრამ სტუდია, რომელშიც მუსიკოსები მასალას ამუშავებდნენ, მოულოდნელად იხურება, რასაც კოლექტივში სერიოზული ცვლილება მოჰყვა: Eminem და Bizzare კოლექტივს ტოვებენ და მათ Kon Artis (დინონ პორტერი), Kuniva (ვონ კარსლაილი) და Bugz (კარნეილ პოლპიტსი) ანაცვლებენ.
მალე, Bugz-ს ერთ-ერთ წვეულებაზე ესვრიან... უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი, კოლექტივს Swift (ანდრე მური) უერთდება და საბოლოოდ ყალიბდება ჯგუფის სახე. თითოეული წევრი ჯგუფში დაკვრასთან ერთად, საკუთარი პროექტებითაც არის დაკავებული.
2000 წელს, ჯგუფი კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“ აფორმებს და სადებიუტო ალბომზე „Devil's Night“ იწყებს მუშაობას, რომელის პროდიუსერიც ლეგენდარული Dr. Dre ხდება. ფირფიტის რელიზი 2001 წლის ივნისში შედგა.
ამ პერიოდში „D12“ ერთობლივ კომპოზიციას „911“ წერს „Gorillaz“-თან ერთად. 2002 წელს კოლექტივი ეხმარება ემინემს ალბომის „The Eminem Show“ ჩაწერაში და ფილმისთვის „8-я миля“, რომელშიც მთავარ როლს ემინემი ასრულებს, საუნთრექს წერს.
2003 წელს ჯგუფი მუშაობას ემინემის სტუდიაში „Shady Records“ აგრძელებს. მუშაობის შედეგი კი ალბომი „D12 World“ ხდება, რომელიც 2004 წელს Dr. Dre-ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა.
პერსონალური ვებ–გვერდი:
http://www.d12online.comდისკოგრაფია:
„Devil's Night“ – 2001
„D12 World“ - 2004