#49593827 · 28 Dec 2016, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ: გიორგი კვირიკაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტს საქართველოს საპატრიარქოს ბატონო გიორგი, გასული ორი თვის მანძილზე, ქვეყანაში, ლარის სწრაფი გაუფასურებით შექმნილი სხვადასხვა პრობლემების დაძლევის საქმიანობაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა თქვენი კაბინეტის წევრი, განათლების მინისტრი ა. ჯეჯელავა. საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი რომ რამდენჯერაც ეცემოდა ლარის კურსი, იმდენჯერვე ბატონი ჯეჯელავა გამოდიოდა ხან კომბლეს, ხან ნაცარქექიას კრიტიკით და აქტიურად მოგვიწოდებდა მგლების და დევების უფლებების დაცვისკენ, მეტიც, გასული 2 კვირის მანძილზე როცა ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია, ბატონმა განათლების მინისტრმა, სავალუტო კრიზისს საპასუხო დარტყმა მიაყენა და გადავიდა შეტევაზე, არ დაინდო ჭიანჭველაც კი, რომელიც არამხოლოდ უმოქმედობაში დაადანაშაულა, არამედ ამ უმოქმედობით გამოწვეულ ინფლაციაშიც დადო ბრალი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ზღაპარ წიქარას და სხვა ზღაპრების ის გმირები, რომელნიც არაერთგზის გამხდარან დედინაცვალთა უსიყვარულობის ან ძალადობის მსხვერპლნი და დაადანაშაულა ისინი დედინაცვალთათვის კიდევ ერთი შანსის არ მიცემაში! ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა ბატონ ჯეჯელავას მიეცეს უფრო მეტი ასპოარეზი როგორც უფლებათა აქტიურ დამცველს და გადაყვანილი იქნას ან საქართველოს ომბუცმენის თანამდებობაზე, ან წარგზავნილ იქნას საქართველოს საპატრიარქოში სამთავრობო დესპანად, რათა სულიერების დონეზე ჩავუღრმავდეთ ქვეყანაში არსებულ კრიზისს მისი უსწრაფესად დაძლევის მიზნით. პატივისცემით....
--------------------
მ ე გ ე კ ი თ ხ ე ბ ა თ ! © ㋡
|