1930 წლის ნოემბერში „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ეინშტეინმა თქვა : “მე არ მწამს ღმერთის, რომელიც გვაჯილდოებს ან გვსჯის. ღმერთის, რომლის მიზნებიც ჩვენ -ადამიანურ მიზნებთანაა გადაჯაჭვული. მე არ მჯერა სულის უკვდავების, თუმცა მშიშარა და ეგოისტი ადამიანები ამ რწმენაში თავშესაფარს პოულობენ. ვერ წარმომიდგენია ღმერთი, რომელიც ჩვენ მსგავსს ნებას ფლობს. ნამდვილად არ მინდა და არც შემიძლია წარმოვიდგინო ვინმე, ვინც ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დარჩება. დაე სუსტმა ადამიანებმა შიშისა თუ აბსურდული ეგოიზმის გამო ირწმუნონ ეს და დაე მარადიული სიცოცხლის საიდუმლო ამოუხსნელი დარჩეს. ჩემთვის საკმარისია არსებული სამყაროს საოცარი სტრუქტურით დავტკბე და ამოვხსნა ძირითადი მიზეზის თუნდაც მცირედი ნაწილი, რომელიც ბუნებაში გამოხატავს თავს.“
ეინშტეინის არ მიაჩნდა თავის თავი რელიგიურ ადამიანად (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით), თუმცა ამტკიცებდა, რომ რაღაც ჭეშმარიტის (არსებულის) ძირითადი მიზეზის სწამდა და თანაც ამ მიზეზს დიდი ყურადღებით ეკიდებოდა (ყოველთვის დიდი ასოთი წერდა). ძირითადად ეს რწმენა სამყაროს პანტეისტურ სურათს წააგავდა, სწორედ ისეთს, ფილოსოფოსი ბარუჰ სპინოზა რომ ხატავდა თავის ნაშრომემბში. 1921 წელს ეინშტეინმა ნიუ-იორკელი რაბინ გოლდშტეინის დეპეშა მიიღო: “თქვენ ღმერთის გწამთ? პასუხი 50 სიტყვა გადახდილია“.ეინშტეინი 24 სიტყვაში ჩაეტია: “მე მწამს სპინოზას ღმერთის, რომელიც თავს ყოფიერებას კანონზომიერ ჰარმონიაში ......
http://premiumi.ge/?p=10451 This post has been edited by Maya - Maya on 25 Dec 2016, 23:17